ირაკლი მარტინენკო / Irakli Martinenko – Telegram
ირაკლი მარტინენკო / Irakli Martinenko
1.81K subscribers
604 photos
306 videos
1 file
36 links
ირაკლი მარტინენკოს ოფიციალური ტელეგრამ არხი. კონსერვატორები საქართველოსთვის / ალტ ინფო.
Download Telegram
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
პარლამენტარები რომლებიც ძალადობას გმობენ...
😁118😡18👍6💯21
Forwarded from Alt-Info News
საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა და დაამტკიცა.
👍1349
ქართულმა ოცნებამ უცხოეთის აგენტების საწინააღმდეგო კანონი მესამე მოსმენით მიიღო.

კარგი იქნება, თუ ვეტოს დაძლევის დროსაც არ მოხდება უკან დახევა და ბოლომდე გაიტანენ ამ კანონს.
👍16223💯2
საქართველოს პარლამენტი იღებს კანონს უცხოეთის გავლენების გამჭირვალობის შესახებ. ამერიკის წარმომადგენელი ჩამოდის და პარლამენტარების დასანქცირებაზე ლაპარაკობს.

სანქციების მუქარით პარლამენტარი არ შეიძლება ცვლიდეს გადაწყვეტილებას. ასეთი მუქარა რომ ჩათვალეს ეფექტურად, ეგ აჩვენებს, როგორი შეხედულება აქვთ ქართველ პარლამენტარებზე.
👍129💯32
Media is too big
VIEW IN TELEGRAM
ჩვენი მიზანია საქართველომ არ დაუშვას ისეთი შცდომები რომელთა ფასიც შეიძლება დამოუკიდებლობის დაკარგვა იყოს
👍130💯23
Forwarded from Alt-Info News
Media is too big
VIEW IN TELEGRAM
📍ირაკლი მარტინენკო ოჯახის სიწმინდის დღის შესახებ - ასეთ ფასეულობებზე ხაზგასმითა და მნიშვნელობის მინიჭებით ჩვენ ვინარჩუნებთ იმ იდენტობას, რაც რეალურად ქართველობაა და რისთვისაც მართლა ღირს ბრძოლა.
135👍58
Forwarded from Zurab Makharadze (info makharadze)
ხუთი წელი გავიდა. მაშინ პირველად ჩავატარეთ ჩვენი აქცია 17 მაისს კანცელარიასთან. დიდი გზა გავიარეთ დღემდე. წინ კიდევ უფრო მეტია
194👍71
ისე ერთი შეკითხვა მაქვს... ჩვენ რომ მიგვაჩნია, გეი პარადის ჩატარება არ უნდა შეიძლებოდეს და არ ვაძლევთ არავის მის ჩატარების უფლებას,
ხოლო ქართულმა ოცნებამ რომ გაუერთიანა თავ-ყბა პოლიტიკურ ოპონენტებს და მომიტინგეებს იმიტომ, რომ შიში დათესოს პროტესტანტებში, მაინც ჩვენ გამოვდივართ მოძალადე ჯგუფები და ოცნება ძალადობის მგმობი ძალა?
💯116😁18👍136
Forwarded from Alt-Info News
Media is too big
VIEW IN TELEGRAM
კითხვა: დავხვრეტთ თუ არა ლიბერალებს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ? ))
88👍34😁3
ამერიკამ საქართველოს ხელისუფლებას სანქციები დაუწესა
😡97👍11😁53
Media is too big
VIEW IN TELEGRAM
რა არის სუვერენიტეტი რომლისკენაც ყველა უნდა მივისწრაფოდეთ
👍10625
Forwarded from Alt-Info News
📌26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 10:00 საათზე, თავისუფლების მოედნიდან დაიწყება, სადაც ტრადიციულად, ახალწვეულები ფიცს დადებენ. ფიცის დადების საზეიმო ცერემონია საქართველოს სხვადასხვა კუთხეებშიც გაიმართება.
წელს დამოუკიდებლობის დღის მთავარი სლოგანია „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“.
👍829😁1
Forwarded from Alt-Info News
📌 26 მაისს, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. საქართველოს ეროვნული გმირი 85 წლის გახდებოდა.
34 წლის წინ, 13 ოქტომბერს ის საეჭვო ვითარებაში სოფელ ბორითთან ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.
62👍28
სალომე ზურაბიშვილმა, ანუ დასავლეთმა დღეს წარმოადგინა პროდასავლური პარტიების საარჩევნო ქარტია, რომლის საფუძველზეც ხელმომწერი პარტიები პირობას დებენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში მაშინვე გაატარებენ "დემოკრატიულ" რეფორმებს და მომავალ წელსვე დანიშნავენ ახალ არჩევნებს.

ამასთან ოპოზიციური პარტიები ერთ საარჩევნო სიად კი არ გაერთიანდებიან, არამედ დაიყოფიან ნაცებად, შედარებით ზომიერ და დახვეწილ მედასავლეთეებად ლელო-გირჩ-ახალის და სხვების ერთობის სახით და კიდევ ცალკე გახარიას და მისი რამდენიმე მოკავშირე ჯგუფის სახით.

ამით ხალხის მნიშვნელოვან ნაწილს შეექმნება განწყობა, რომ ოცნების დამარცხების შემთხვევაში ნაცები კი არ დაბრუნდებიან, არამედ იქნება კოალიციური მთავრობა, სადაც ნაცებიც შევლენ და გახარიას მსგავსი არანაცებიც და, ასევე, ამ კოალიციის ნაცურის მსგავსი თავგასულობის თავიდან არიდების დამატებითი დამაიმედებელი ფაქტორი იქნება დაპირებული ვადამდელი არჩევნები.

საკმაოდ ეშმაკური და ეფექტური პიარული გეგმაა, რაც იმთავითვე მოსალოდნელი იყო დასავლეთისგან და მითუმეტეს სახიფათოდ ჩანს ბოლო ორ თვეში აქციებით თვალსა და ხელს შუა გაცოცხლებული და მკვეთრად გაძლიერებული ოპოზიციის პირობებში.

ხოლო, როგორ აპირებს არჩევნებზე ამ გეგმასთან გამკლავებას აგენტების კანონის ირგვლივ დატრიალებული კრიზისის პროცესში სანქციებით და თავპირის მტვრევებით მძიმედ დაზიანებული და რეიტინგშერყეული ოცნება, რომელსაც პროდასავლელი ამომრჩევლის თითქმის სრულად დაკარგვის ფონზე უკვე მაღალჩინოსნები გაურბიან და კონსერვატორებსაც არ უშვებს არჩვენებამდე, ჯერჯერობით გაუგებარი ჩანს.
👍73👎2
Media is too big
VIEW IN TELEGRAM
ოცნება თუ გააგრძელებს ეროვნული ძალების არჩევნებში მონაწილეობის დაბლოკვას, ამით არჩევნების მერე მაიდანის სცენარის ალბათობა მხოლოდ მოიმატებს.
💯80👍193
Forwarded from Alt-Info News
Media is too big
VIEW IN TELEGRAM
📍იუსტიციის სამინისტრომ მორიგი კანონდარღვევა ჩაიდინა. ანტიკორუფციული ბიუროს საჩივრის განხილვის ვადა, რომლის საფუძველზე პარტია „ქართულ იდეას“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია შეუჩერეს, კანონით ერთ თვეს შეადგენდა. იუსტიციის სამინისტრომ შეგნებულად დაარღვია საჩივრის განხილვის კანონით განსაზღვრული ვადა, რითაც მიზანმიმართულად აჭიანურებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ცალსახაა, რომ არსებული კანონდარღვევა პოლიტიკური მოტივებითაა ნაკარნახები და ვადების შეგნებული დარღვევა „ქართული იდეის“ არჩევნებში არ დაშვების მართლსაწინააღმდეგო მიზანს ემსახურება.
😡138
უცხოეთის გავლენების გამჭირვალობის კანონი მიღებულია.
კანონის მიღების პროცესში უცხოეთის გავლენის ჯგუფები, რომლებსაც რეიტინგი აღარ ჰქონდათ, გაძლიერდნენ და გაეზარდათ რეიტინგი.

არჩევნებამდე ეს კანონი უცხოეთის გავლენის ჯგუფებს ვერაფერს დააკლებს...

ქართულო ოცნებავ, "აღფრთოვანებული" ვარ თქვენი შორს მჭვრეტელობით
💯77😁19👍12👎1
პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის თვალსაზრისით და განსაკუთრებით არჩევნების კონტექსტში, ახალგაზრდობა საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე პასიური სეგმენტია.
თან ეს არ არის ვიწრო ქართული სპეციფიკა, სხვა ქვეყნებშიც ანალოგიური სურათია.

თუმცა, უკანასკნელი მოვლენების ფონზე, საქართველოში ეს ტენდენცია შეცვლილია, ხელისუფლების ნაბიჯებმა და დასავლეთის ჩართულობამ ახალგაზრდებში პოლიტიკისადმი ინტერესი გაზარდა.

ცხადია უკიდურესად დილეტანტურ, პრიმიტიულ დონეზე და ძირითადად ემოციური ლოზუნგების ფორმებით ( მაგ. "ევროპა გვინდა", "რუსეთს ვამარცხებთ" და ა.შ ).
მაგრამ მეტი არც არის საჭირო.
დასავლეთმა ამოცანა წარმატებით შეასრულა, მოსწავლეებში, სტუდენტბში ანტისახელისუფლებო პროტესტი ტრენდული გახადა.

ხელისუფლების გინება სოციალური ქულების ჩასაწერად, კულტურული თვითდამკვიდრების იდეალურ საშუალებად იქცა.
დასავლეთი მთელ ამ, აქამდე არა აქტუალურ ელექტორალურ ენერგიას მოაგროვებს და არჩევნებში საკუთარ, არც თუ ისე მცირე, პოლიტიკურ კალაპოტში მიუშვებს.
ტიკ-ტოკ ტრენდად გაფორმდება არჩევნებზე წასვლა და ხელისუფლების წინააღმდეგ ხმის მიცემა.
"ქართული ოცნება" ვერაფერს ვერ დაუპირისპირებს ამ წმინდა მათემატიკურ კანონზომიერებას.

ვერც "გამჭვირვალობის კანონი" ვერ შეზღუდავს პრო-დასავლურ ჯგუფებს, იმ მარტივი მიზეზთა გამო, რომ ეს კანონი შინაარსობრივად სიმბოლურ ხასიათს ატარებს და ვერც ვერაფერს ახალს, ე.წ "გეიმჩეინჯერს", ამ დარჩენილ 5 თვეში, ვერ შესთავაზებს ხელისუფლება საზოგადოებას, რამაც შეიძლება ძალაუფლებაში მყოფი ოცნების გაცვეთილი რეიტინგის რეაბილიტაცია მოახდინოს.
👍843
Media is too big
VIEW IN TELEGRAM
მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნო.
მას ბრალი ედებოდა ფინანსური დოკუმენტაციის გაყალბებაში.
სასჯელის სახე სასამართლომ მომავალში უნდა განსაზღვროს.

სახეზეა ამერიკის "დემოკრატიობანას" დასასრული.

ყველას მშვენივრად ესმის, რომ ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული საქმე და ერთად ერთი მიზეზი, რატომაც მის წინააღმდეგ მართლმსაჯულებას უკანონოდ იყენებენ, არის აშშ-ს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც ყველა გამოკითხვებით რესპუბლიკური პარტიის კონსერვატორი კანდიდატი დონალდ ტრამპი უპირობო ფავორიტია.
ნაკლებად სავარაუდოა ტრამპი ციხეში ჩაჯდეს, მოვლენების განვითარების ნებისმიერ სცენარში მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს.
👍70😁6
Media is too big
VIEW IN TELEGRAM
ინტერვიუ ალბანურ ტელევიზია NTV-ს ეთერში. საქართველო ალტ ინფოს პერსპექტივიდან
👍9213
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
ამ ვიდეოზე ამერიკის ყოფილი და მომავალი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პატივისცემით ხვდება შერეული ორთაბრძოლების ყოფილ დაღესტნელ ჩემპიონს, ხაბიბ ნურმაგომედოვს, რომელიც ჩემპიონობასთან ერთად კავკასიური ტრადიციების და რელიგიური ცხოვრების წესის უპირატესობის ხაზგასმით არის ცნობილი ამერიკაში და ამით იქცევს დიდ ყურადღებას.

ანუ ის ხაზს უსვამს საკუთარი ტრადიციული იდენტობის მნიშვნელობას, სწორედ ამ იდენტობიდან გამომავალმა თვისებებმა მოუტანეს წარმატება და ამ თვისებების ეფექტურობას აღიარებენ და პატივს სცემენ დასავლეთშიც.

სიმბოლური და დემონსტრაციული ვიდეოა კოლექტიური ქართველი დასავლეთუმეებისთვის, ვერცერთი თქვენგანი დასავლეთისგან რეალურ პატივისცემას ვერ დაიმსახურებს და ამერიკის არც ერთი პრეზიდენტი, ტრამპი იქნება ეს თუ თუნდაც ბაიდენი, თქვენთვის ხელის ჩამორთმევას პატივად არ ჩათვლის, რადგან თქვენ საკუთარი ტრადიციული რაობა გეთაკილებათ და საკუთარ თავს და მნიშვნელობას იმით ზომავთ, რამდენად მოახერხებთ და დაემსგავსებით დასავლელებს. ხოლო სხვის მიმბაძველებს, არასრულფასოვნების განცდის მქონე უთავმოყვარეოებს, რომლებმაც მაქსიმუმი, რასაც შეიძლება მიაღწიონ, დასავლელის შეუმდგარი ასლი იყონ მხოლოდ, ანუ სულიერად მონებს და "ღამურებს" არავინ რეალურად პატივს არ სცემს.

იყავით ისინი, ვინც ხართ, რითიც მოვიდა ეს ქვეყანა აქამდე, მოგვწონდეს და ვაფასებდეთ საკუთარ ტრადიციულ, ეროვნულ და რელიგიურ რაობას და დავიცვათ ჩვენი უფლება, ვიცხოვროთ საკუთარი ეროვნული წესებით, ანუ ვიყოთ მართლა თავისუფლები და თვითკმარები და მაშინ ყველა იძულებული იქნება, ჩვენი ძალა და მნიშვნელობა აღიაროს.
63👍53👎2