ირაკლი მარტინენკო / Irakli Martinenko – Telegram
ირაკლი მარტინენკო / Irakli Martinenko
1.81K subscribers
604 photos
306 videos
1 file
36 links
ირაკლი მარტინენკოს ოფიციალური ტელეგრამ არხი. კონსერვატორები საქართველოსთვის / ალტ ინფო.
Download Telegram
Media is too big
VIEW IN TELEGRAM
ოცნება თუ გააგრძელებს ეროვნული ძალების არჩევნებში მონაწილეობის დაბლოკვას, ამით არჩევნების მერე მაიდანის სცენარის ალბათობა მხოლოდ მოიმატებს.
💯80👍193
Forwarded from Alt-Info News
Media is too big
VIEW IN TELEGRAM
📍იუსტიციის სამინისტრომ მორიგი კანონდარღვევა ჩაიდინა. ანტიკორუფციული ბიუროს საჩივრის განხილვის ვადა, რომლის საფუძველზე პარტია „ქართულ იდეას“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია შეუჩერეს, კანონით ერთ თვეს შეადგენდა. იუსტიციის სამინისტრომ შეგნებულად დაარღვია საჩივრის განხილვის კანონით განსაზღვრული ვადა, რითაც მიზანმიმართულად აჭიანურებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ცალსახაა, რომ არსებული კანონდარღვევა პოლიტიკური მოტივებითაა ნაკარნახები და ვადების შეგნებული დარღვევა „ქართული იდეის“ არჩევნებში არ დაშვების მართლსაწინააღმდეგო მიზანს ემსახურება.
😡138
უცხოეთის გავლენების გამჭირვალობის კანონი მიღებულია.
კანონის მიღების პროცესში უცხოეთის გავლენის ჯგუფები, რომლებსაც რეიტინგი აღარ ჰქონდათ, გაძლიერდნენ და გაეზარდათ რეიტინგი.

არჩევნებამდე ეს კანონი უცხოეთის გავლენის ჯგუფებს ვერაფერს დააკლებს...

ქართულო ოცნებავ, "აღფრთოვანებული" ვარ თქვენი შორს მჭვრეტელობით
💯77😁19👍12👎1
პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის თვალსაზრისით და განსაკუთრებით არჩევნების კონტექსტში, ახალგაზრდობა საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე პასიური სეგმენტია.
თან ეს არ არის ვიწრო ქართული სპეციფიკა, სხვა ქვეყნებშიც ანალოგიური სურათია.

თუმცა, უკანასკნელი მოვლენების ფონზე, საქართველოში ეს ტენდენცია შეცვლილია, ხელისუფლების ნაბიჯებმა და დასავლეთის ჩართულობამ ახალგაზრდებში პოლიტიკისადმი ინტერესი გაზარდა.

ცხადია უკიდურესად დილეტანტურ, პრიმიტიულ დონეზე და ძირითადად ემოციური ლოზუნგების ფორმებით ( მაგ. "ევროპა გვინდა", "რუსეთს ვამარცხებთ" და ა.შ ).
მაგრამ მეტი არც არის საჭირო.
დასავლეთმა ამოცანა წარმატებით შეასრულა, მოსწავლეებში, სტუდენტბში ანტისახელისუფლებო პროტესტი ტრენდული გახადა.

ხელისუფლების გინება სოციალური ქულების ჩასაწერად, კულტურული თვითდამკვიდრების იდეალურ საშუალებად იქცა.
დასავლეთი მთელ ამ, აქამდე არა აქტუალურ ელექტორალურ ენერგიას მოაგროვებს და არჩევნებში საკუთარ, არც თუ ისე მცირე, პოლიტიკურ კალაპოტში მიუშვებს.
ტიკ-ტოკ ტრენდად გაფორმდება არჩევნებზე წასვლა და ხელისუფლების წინააღმდეგ ხმის მიცემა.
"ქართული ოცნება" ვერაფერს ვერ დაუპირისპირებს ამ წმინდა მათემატიკურ კანონზომიერებას.

ვერც "გამჭვირვალობის კანონი" ვერ შეზღუდავს პრო-დასავლურ ჯგუფებს, იმ მარტივი მიზეზთა გამო, რომ ეს კანონი შინაარსობრივად სიმბოლურ ხასიათს ატარებს და ვერც ვერაფერს ახალს, ე.წ "გეიმჩეინჯერს", ამ დარჩენილ 5 თვეში, ვერ შესთავაზებს ხელისუფლება საზოგადოებას, რამაც შეიძლება ძალაუფლებაში მყოფი ოცნების გაცვეთილი რეიტინგის რეაბილიტაცია მოახდინოს.
👍843
Media is too big
VIEW IN TELEGRAM
მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნო.
მას ბრალი ედებოდა ფინანსური დოკუმენტაციის გაყალბებაში.
სასჯელის სახე სასამართლომ მომავალში უნდა განსაზღვროს.

სახეზეა ამერიკის "დემოკრატიობანას" დასასრული.

ყველას მშვენივრად ესმის, რომ ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული საქმე და ერთად ერთი მიზეზი, რატომაც მის წინააღმდეგ მართლმსაჯულებას უკანონოდ იყენებენ, არის აშშ-ს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც ყველა გამოკითხვებით რესპუბლიკური პარტიის კონსერვატორი კანდიდატი დონალდ ტრამპი უპირობო ფავორიტია.
ნაკლებად სავარაუდოა ტრამპი ციხეში ჩაჯდეს, მოვლენების განვითარების ნებისმიერ სცენარში მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს.
👍70😁6
Media is too big
VIEW IN TELEGRAM
ინტერვიუ ალბანურ ტელევიზია NTV-ს ეთერში. საქართველო ალტ ინფოს პერსპექტივიდან
👍9213
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
ამ ვიდეოზე ამერიკის ყოფილი და მომავალი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პატივისცემით ხვდება შერეული ორთაბრძოლების ყოფილ დაღესტნელ ჩემპიონს, ხაბიბ ნურმაგომედოვს, რომელიც ჩემპიონობასთან ერთად კავკასიური ტრადიციების და რელიგიური ცხოვრების წესის უპირატესობის ხაზგასმით არის ცნობილი ამერიკაში და ამით იქცევს დიდ ყურადღებას.

ანუ ის ხაზს უსვამს საკუთარი ტრადიციული იდენტობის მნიშვნელობას, სწორედ ამ იდენტობიდან გამომავალმა თვისებებმა მოუტანეს წარმატება და ამ თვისებების ეფექტურობას აღიარებენ და პატივს სცემენ დასავლეთშიც.

სიმბოლური და დემონსტრაციული ვიდეოა კოლექტიური ქართველი დასავლეთუმეებისთვის, ვერცერთი თქვენგანი დასავლეთისგან რეალურ პატივისცემას ვერ დაიმსახურებს და ამერიკის არც ერთი პრეზიდენტი, ტრამპი იქნება ეს თუ თუნდაც ბაიდენი, თქვენთვის ხელის ჩამორთმევას პატივად არ ჩათვლის, რადგან თქვენ საკუთარი ტრადიციული რაობა გეთაკილებათ და საკუთარ თავს და მნიშვნელობას იმით ზომავთ, რამდენად მოახერხებთ და დაემსგავსებით დასავლელებს. ხოლო სხვის მიმბაძველებს, არასრულფასოვნების განცდის მქონე უთავმოყვარეოებს, რომლებმაც მაქსიმუმი, რასაც შეიძლება მიაღწიონ, დასავლელის შეუმდგარი ასლი იყონ მხოლოდ, ანუ სულიერად მონებს და "ღამურებს" არავინ რეალურად პატივს არ სცემს.

იყავით ისინი, ვინც ხართ, რითიც მოვიდა ეს ქვეყანა აქამდე, მოგვწონდეს და ვაფასებდეთ საკუთარ ტრადიციულ, ეროვნულ და რელიგიურ რაობას და დავიცვათ ჩვენი უფლება, ვიცხოვროთ საკუთარი ეროვნული წესებით, ანუ ვიყოთ მართლა თავისუფლები და თვითკმარები და მაშინ ყველა იძულებული იქნება, ჩვენი ძალა და მნიშვნელობა აღიაროს.
63👍53👎2
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
შალვა პაპუაშვილი ამბობს არჩევნებში მხოლოდ ორი არჩევანი იქნებაო...

მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არჩევნებში მოქალაქეებს არ ჰქონდეთ მხოლოდ ცუდს და უარესს შორის არჩევანი.
მოქალაქეებს ექნებათ მესამე არჩევანიც.
👍13317😡3😁2
Forwarded from Alt-Info News
Media is too big
VIEW IN TELEGRAM
📍ადვოკატი სერგი ხურციძე - ჩვენ გავასაჩივრეთ პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ უკანონო გაუქმებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, რაზეც ერთი თვის თავზე მივიღეთ პასუხი, რომ საჩივრის განხილვის ვადა გახანგრძლივდა კიდევ სამი თვით.
😡106👍1
Forwarded from Alt-Info News
❗️❗️❗️❗️ დიდი ეროვნული ერთობა საარჩევნო წელს -  პარტია "კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო" და სხვა ეროვნული ძალები საარჩევნოდ დიდი ეროვნული ერთობის ფორმირებას ახდენენ და არჩევნებში  "პატრიოტთა ალიანსის" სიით მიიღებენ მონაწილეობას.
114👍46👎1
Forwarded from Zurab Makharadze (info makharadze)
დღეს ბოლნისს ვესტუმრეთ.
124👍52
Forwarded from Alt-Info News
📍 "ალტ-ინფო" ანახლებს მხარდამჭერების მობილიზებას წინასაარჩევნოდ.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ "ალტ-ინფო" 2024 წლის საპარალმენტო არჩვენებში მონაწილეობას "პატრიოტთა ალიანსის" სიით იღებს, თანამებრძოლების შემოკრების პროცესი აქტიურად განახლდა.

დღეს, პარტიის ცენტრალურ ოფისში ლიდერებმა მხარდამჭერებს სამომავლო გეგმებზე ესაუბრეს.
👍10140😁1
Forwarded from Alt-Info News
📍 "ალტ-ინფომ" განაახლა მხარდამჭერების მობილიზება წინასაარჩევნოდ.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ "ალტ-ინფო" 2024 წლის საპარალმენტო არჩვენებში მონაწილეობას "პატრიოტთა ალიანსის" სიით იღებს, თანამებრძოლების შემოკრების პროცესი აქტიურად განახლდა.

დღეს, პარტიის ცენტრალურ ოფისში ლიდერებმა მხარდამჭერებს სამომავლო გეგმებზე ესაუბრეს და კითხვებს უპასუხეს
92👍36