ირაკლი მარტინენკო / Irakli Martinenko – Telegram
ირაკლი მარტინენკო / Irakli Martinenko
1.82K subscribers
604 photos
306 videos
1 file
36 links
ირაკლი მარტინენკოს ოფიციალური ტელეგრამ არხი. კონსერვატორები საქართველოსთვის / ალტ ინფო.
Download Telegram
Forwarded from Alt-Info News
📢❗️უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს პრაიდის ღონისძიებების აკრძალვის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, მმართველი პარტიის ამ ინიციატივას 136-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 27-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
კანონპროექტი ხელისუფლებას ასევე აძლევს უფლებას, გამოიყენონ სახის ამომცნობი ელექტრონული პროგრამები აკრძალული ღონისძიებების მონაწილეთა იდენტიფიცირებისთვის.

საკანონმდებლო ცვლილება, რომელსაც ასევე „ფიდესის“ კოალიციურმა პარტნიორმა, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ დაუჭირა მხარი, დაჩქარებული წესით დამტკიცდა. ის პარლამენტს წინა დღით წარუდგინეს.

კანონი ითვალისწინებს პრაიდის აკრძალვას იმ მოტივით, რომ ის, შეიძლება, ბავშვებისთვის საზიანოდ ჩაითვალოს. წარდგენილი ინიციატივა ითვალისწინებს შესწორებების შეტანას შეკრების თავისუფლების კანონში. შესწორების თანახმად, იკრძალება ისეთი შეკრება, რომელიც არღვევს ბავშვთა დაცვის კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებს. აკრძალულ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა დაახლოებით 550 დოლარის ოდენობით.
👍48💯3713
Forwarded from Alt-Info News
📢❗️მთავრობის ადმინისტრაციასთან “მაღაროელთა სოლიდარობის” აქციაზე ხალხი იკრიბება
54👍23
Forwarded from Alt-Info News
📢❗️”მაღაროელთა სოლიდარობის” აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადაინაცვლებს
აქციის ორგანიზატორების მოთხოვნაა ეთერი დაუთმონ და ისაუბრონ ჭიათურის პრობლემებზე
👍9510
🔴 ირაკლი მარტინენკოს ხედვა - „ოცნებამ“ ჩვენი პარტია არ დაარეგისტრირა

‼️ იუთუბზე გადაცემის ყურება შეგიძლიათ ამ ბმულზე: 👇
https://youtube.com/live/nnq6_UDDVhs?feature=share

‼️ ფეისბუკზე გადაცემის ყურება შეგიძლიათ ამ ბმულზე: 👇
https://www.facebook.com/ConservativesGEO/videos/954897496626960

‼️ ვკონტაქტეზე გადაცემის ყურება შეგიძლიათ ამ ბმულზე: 👇
https://vkvideo.ru/video-211896348_456254075
👍58😡6
Forwarded from Alt-Info News
📢❗️დღეს პარტიამ “კონსერვატორები საქართველოსთვის” ხელახალი სადამფუძნებლო ყრილობა ჩაატარა.

ყრილობას 300-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა, დამტკიცდა კორექტირებული წესდება და მმართველი ორგანოები, რაც საჭიროა “ქართული ოცნების” მხირად უსაფუძვლო და უკანონო ბარიერების გადასალახავად, რათა პარტიამ ოფიციალური გაიაროს რეგისტრაცია !

“კონსერვატორები” საჯარო რეესტრს უახლოეს დღეებში მიმართავენ
👍8135
Media is too big
VIEW IN TELEGRAM
😅😅 მაინც რიხით რატომ ლაპარაკობენ…?
😁69👍10
საქმე იმაშია, რომ ტრამპი დიფსთეითის კრიტიკის სახით დასავლეთში აკრიტიკებს მედიის შეზღუდვის ბრიტანულ მოდელს, სოციალური ქსელების ცენზურას, მთავრობის შეურაცხყოფისთვის ჯარიმების დაწესებას, ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას, გენდერული იდეოლოგიის გავრცელებას და ახალგაზრდობის ლიბერალიზაციის პოლიტიკას.

როცა თქვენ, როგორც თავად აღიარებთ, ამდენი ხანი დიფსთეითს ემორჩილებოდით და უკიდურესად ლიბერალური ნარკოპოლიტიკა ატარეთ, გენდერული იდეოლოგია კანონებში გაწერეთ და გენდერული პოლიციით უამრავი ადამიანი ციხეში გაუშვით, კატასტროფულად ლიბერალური აზროვნების თაობები ზარდეთ და ეროვნულ ფასეულობებს სახიფათო მოვლენა ეძახეთ, ახლა კი მედიის შემზღუდავ და ინტერნეტის დამაცენზურებელ ბრიტანულ, ანუ დიფსთეითურ მოდელს იღებთ, - საერთოდ რანაირად წარმოიდგინეთ, რომ ამ დიფსთეითური პოლიტიკის გამტარებელ ხელისუფლებას ტრამპი მადლობას გეტყოდათ, გაუგებარია.
👍75👎1
Media is too big
VIEW IN TELEGRAM
კარგი რაღაცაა ეს არქივი.

2021 წლის დასაწყისია, ბაიდენის ადმინისტრაცია ახალი მოსულია, საქართველოში "შარლ მიშელის კრიზისი" მძვინვარებს, ბევრი "ექსპერტი" უკრაინას რუკაზე ვერ პოულობს, შესაძლო ომზე საუბარიც კი ზედმეტია...
👍905
Forwarded from Alt-Info News
📢⚜️მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღეს ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის ხა­რე­ბის დღე­სას­წა­ულს აღ­ნიშ­ნავს.
ამ დღეს ტაძ­რებ­ში სა­დღე­სას­წა­უ­ლო ლი­ტურ­გია სრულ­დე­ბა.

ხა­რე­ბა ერთ-ერთი უდი­დე­სი სა­უფ­ლო დღე­სას­წა­უ­ლია. სა­ხა­რე­ბის თა­ნახ­მად, ამ დღეს ყოვ­ლად­წ­მინ­და მა­რი­ამ­თან ერ­თად მთელ კა­ცობ­რი­ო­ბას ეუ­წყა, რომ ღმერ­თმა ადა­მი­ა­ნი სიკ­ვდი­ლი­სა და ცოდ­ვის სა­მუ­და­მო ტყვე­ო­ბის­გან იხ­სნა.

სა­ხა­რე­ბის მი­ხედ­ვით, გა­ლი­ლე­ის ქ.ნა­ზა­რეთ­ში ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბელს მთა­ვა­რან­გე­ლო­ზი გაბ­რი­ე­ლი გა­მო­ე­ცხა­და და ახა­რა, რომ მის­გან იშ­ვე­ბო­და ძე ღვთი­სა და კა­ცობ­რი­ო­ბის მა­ცხო­ვა­რი.
"გი­ხა­რო­დენ, მი­მად­ლე­ბუ­ლო, უფა­ლი შენ­თა­ნაა. კურ­თხე­ულ ხარ შენ დე­და­თა შო­რის და კურ­თხე­ულ არს ნა­ყო­ფი მუც­ლი­სა შე­ნი­სა... და აჰა, ესე­რა შენ მუც­ლად-იღო და ჰშვა ძე და უწო­დი სა­ხე­ლი მისი იესუ".

“კონსერვატორები” გილოცავთ ხარების დღესასწაულს!
86👍11
Forwarded from Alt-Info News
📢❗️9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.
48👍7
Forwarded from Zurab Makharadze (Zurab Makharadze)
საჯარო რეესტრმა კვლავ გააპრობლემა რეგისტრაციის პროცესი. აღსანიშნავია, რომ ახლა ისეთ რაღაცაზე დაგვახარვეზეს, რაც წინა დახარვეზებისას არ მიუთითრბიათ. ცალსახაა რომ დროს წელავენ და მაქსიმალურად გვიქმნიან ბიუროკრატიულ ბარიერებს, მაგრამ ჩვენ ამ პროცესს ბოლომდე გავიყვანთ. საბუთები უახლოეს დღეებში შევა, იუსტიციის სახლში.

მაინც დაგარეგისტრირებინებთ!!!
😡87👍222💯2😁1
Forwarded from Alt-Info News
📢⚜️მართლმადიდებელი სამყარო დღეს ბზობას - მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს.

სადღესასწაულო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება.

ბზობა თორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს. მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარებაზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში, პასექის დღესასწაულზე დასასწრებად, იესო ქრისტეს შესვლის ამბავი. იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტებს - ბაიას უფენდა, თან „ოსანას“ შესძახოდნენ.

მორწმუნეები ამ დღეს ტაძრიდან ბზის ტოტებით მიდიან, რომელსაც შემდეგ მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.
86👍11
Media is too big
VIEW IN TELEGRAM
ანუ, ოცნებამ, ნაცებს არც ამ არჩევნებამდე დავასრულებთ, ამ არჩევნებზეც უნდა გამოვიყენოთ საფრთხობელადო))

და პრობლემა იმაშია, რომ არჩევნები არ დაილევა ამ ქვეყანაში...
👍45😡33
Forwarded from Alt-Info News
📢❗️❗️”ქართული იდეა”: მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ, ბატონი ლევან ჩაჩუა ებრძვის მე-4 სტადიის კიბოს.

სამწუხაროდ, იმუნოთერაპიის 9 გადასხმის შემდეგ ღვიძლში 3 მეტასტაზს დაემატა 2 ახალი კერა, ხოლო კუჭთან და პანკრიასთან არსებული მეტასტაზები საგრძნობლად გაიზარდა. პანკრიასთან მეტასტაზის ზომამ 130/80 მმ. მიაღწია.

ამიტომ, ლევანი სასწრაფოდ გადააფრინეს საფრანგეთში (ამ წუთას კლინიკაში წევს და უტარდება ზედაპირული მკურნალობა), სადაც ელოდება სამედიცინო დაზღვევის მიღებას, რის შემდეგაც ექიმებს შეეძლებათ სრულფასოვანი მკურნალობის დაწყება, მაგრამ ეს შეიძლება დროში გაიწელოს (სამიდან ექვს თვემდე) და აქედან გამომდინარე ახლა პირადი ხარჯებით უწევს თავის გატანა.

ბევრი თქვენგანის მომართვის გამო ვდებთ ლევანის ანგარიშებს, რათა ვინც სურვილი გამოთქვა მცირედით მაინც შეეწიოთ მას.

ჩვენთვის ჯვარცმულმა უფალმა შეიწყალოს ლევანი, რომ დროზე ადრე დაუწყონ სრულფასოვანი მკურნალობა.
ღმერთმა ბედნიერ აღდგომას დაგასწროთ.

გთხოვთ გააზიაროთ.

საქართველოს ბანკის ანგარიში:
GE40BG0000000827956200
TBC: GE11TB7561845063300006
პ/ნ 01026004095 ლევანი ჩაჩუა
77
ყველას გილოცავთ!
155👍12