Zurab Makharadze – Telegram
Zurab Makharadze
5.01K subscribers
2.46K photos
1.98K videos
1 file
333 links
война, политика
Download Telegram
ჩვეულებრივად ქალაქებს ააშენებს ეს არაბული კომპანია...

უბრალოდ რამე სასტუმროებს, გასართობ ან ბიზნეს ცენტრებს კი არა, ქალაქებს ააშენებენო, - პრემიერმა თქვა, ჩემი სიტყვები არ არის.

ამიტომ ნებისმიერი, ვინც განწყობების შემსუბუქების მიზნით იყენებს ფორმულირებებს, - "სასტუმროები შენდება და რა მოხდაო" - რეალურად ხალხს გამიზნულად ატყუებს და ეროვნული ინტერესებით მოვაჭრე ბინძური ნაძირალაა.

რა სასტუმრო, ბასეინი და ატრაქციონი, ქალაქები შენდება, ბიჭო, ქ ა ლ ა ქ ე ბ ი - გარკვევით თქვა კობახიძემ და მორჩა ამაზე ხალხის დამაბნეველი, გველაძუა ტყუილები.

და მთავარი კითხვა აქ ის არის - საქართველოში ლამის ქართველი რომ აღარ დარჩა, მითუმეტეს ახალგაზრდობა მასიურად გაედინება და მითუმეტეს ახლა რომ გადინების ტემპი კიდევ უფრო იზრდება და დარჩენილებსაც ტოტალურ გაჭირვებაში არაფრის ყიდვის ფული არ აქვთ, ამ ვითარებაში ამ ახალი არაბული ქალაქების მოსახლეობა ვინ უნდა გახდეს, რა აქვთ გეგმაში?
🤬110😢83
აი ასე გუგუნებს და იზრდება ეკონომიკა.
ვეღარ აჩერებენ...

ეს აზარტული თამაშების კომპანიები კი გრძნობენ ზრდას ნამდვილად, ვერაფერს იტყვი.
🤬95👍4👎2🤯1
არასოდეს ვყოფილვარ უცხოური ინვესტიციების მოწინააღმდეგე, თუმცა ყველა ინვესტიცია აპრიორი არ შეიძლება ჩაითვალოს დადებითად ან მისაღებად.

მხოლოდ ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და მშრალ ციფრებზე დაყრდნობა, უსაფრთხოების, დემოგრაფიული ბალანსისა თუ სხვა საბაზისო სახელმწიფოებრივი საკითხების გათვალისწინების გარეშე, კონტრპროდუქტიულია და გრძელვადიან პერსპექტივაში საშიში.

ერთია უცხოური ინვესტიციები კონკრეტულ საწარმოო-სამრეწველო დარგებში, აგრარულ სექტორში, IT ტექნოლოგიებში, ზოგ შემთხვევაში სტრატეგიულ ობიექტებშიც კი მისაღებია (მაგალითად, თუ სახელმწიფო ვერ ახერხებს გზების, პორტების, რკინიგზის ან აეროპორტის მშენებლობას).

თუმცა, სრულიად განსხვავებულია მდგომარეობა დეველოპერულ-სამშენებლო ინვესტიციების შემთხვევაში, რადგან ეს სექტორი პირდაპირ უკავშირდება საცხოვრებელი ობიექტების მშენებლობას. ამ ბიზნესის მომგებიანობა, განსაკუთრებით საქართველოს მსგავს ღარიბ ქვეყანაში, წარმოუდგენელია უცხოელი მყიდველების მოზიდვის გარეშე.

მარტივად რომ ვთქვათ, მარტო საქართველოს მოქალაქეების ფინანსური შესაძლებლობები და ქვეყნის დემოგრაფიული მასშტაბი ვერ უზრუნველყოფს მსხვილი კაპიტალდაბანდებების (განსაკუთრებით მილიარდობით დოლარის) ამოღებას სამშენებლო სექტორში.

არაბული კაპიტალით აშენებული „ახალი ქალაქი“ სწორედ ამითაა საშიში, რომ ინვესტორების ფოკუს ჯგუფი, დიდი ალბათობით, ისლამური ქვეყნების მოქალაქეები იქნებიან. მათ შესთავაზებენ თბილისის შემოგარენში, „მწვანე ქალაქში“, საცხოვრებელი ბინების შეძენას. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ეს ინვესტიციები ევროპელი, ამერიკელი ან ავსტრალიელი მყიდველებისთვის იყოს განკუთვნილი.

საქართველოს ამჟამინდელი საკანონმდებლო ბაზა ხელს უწყობს ამ პროცესს: ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც 100 000 დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას შეიძენს, შეუძლია მიიღოს ბინადრობის ნებართვა. ამ ნებართვის საფუძველზე კი შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეობის მიღებაც.

რომ შევაჯამოთ, თუ არაბების მიერ დეველოპერულ სექტორში ჩადებული მილიარდები გამოიწვევს საქართველოში უცხოელთა ჩასახლებას, ისლამიზაციას და ქართველთა ეთნიკური ბალანსის ცვლილებას, ასეთი ინვესტიცია ცალსახად მავნებელია და სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით უკიდურესად საშიში.
👍10616😁1
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
ღარიბაშვილს ფული მიატანინეს და გირაო შეუფარდეს…
😁13510
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
სამედიცინო მიმართვა :))
349👍70👎2😢1
Forwarded from Alt-Info News
ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ, კონსერვატორების ხმა ესმოდეს, დააფინანსეთ თქვენი პოზიციის, თქვენი ღირებულებების დამცველი არხი.

ფინანსური დახმარება შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ შემდეგ რეკვიზიტებზე:

მიმღები: ირაკლი მარტინენკო
ლიბერთი ბანკი • LIBERTY BANK
ანგარიშის ნომერი: GE47LB0711195375703000

უცხოეთიდან პირადი გზავნილის შემთხვევაში, გზავნილის კოდი გამოაგზავნეთ ამ ნომერზე
+(995) 555 38 49 29 „ვოტსაპი“, „ვაიბერი“, „ტელეგრამი“:

მიმღები: ირაკლი მარტინენკო
54👍28😁1
როგორც ვვარაუდობდი, მუშახელიც კი ქართველები არ იქნებიან - პაკისტანიდან და ბანგლადეშიდან ჩამოიყვანენ.

შეგახსენებთ: საქართველოს ულტრალიბერალური საიმიგრაციო კანონმდებლობის თანახმად, აზიისა და აფრიკის მთელი რიგი სახელმწიფოების მოქალაქეებს (პაკისტანი, სუდანი, სირია, ავღანეთი და ა.შ.) სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების ვიზა, თუ გააჩნიათ, საქართველოშიც ვიზის გარეშე შეუძლიათ შემოსვლა.

საბოლოო ჯამში ვიღებთ სურათს, სადაც არაბები ააშენებინებენ უცხოელებს საცხოვრებელ კომპლექსებს, რომლებსაც შემდეგ მიჰყიდიან ისევ უცხოელებს - ძირითადად არაბებს.

ვინმე ჭკუათმყოფელმა ამიხსნას: ხელისუფლების კონკრეტული მაღალჩინოსნების გარდა, რომლებსაც პირდაპირი ფინანსური დაინტერესება აქვთ ამ პროექტის განხორციელებაში, რიგით ქართველს და საქართველოს რა ხეირი ამ ყველაფრიდან?
🤬147😢17👍75😁2
ოცნების გაპრავებაზე გადასული მოკონსერვატორო ფიგურები, რომლებიც ქვეყნის არაბებზე გაყიდვაზე ან ხმას არ იღებენ ან პირიქით აპრავებენ, იმდენად პროჭები არიან, რომ ლელოც კი მათზე პატრიოტულ პოზიციებს აფიქსირებს.

ლელოც რომ გჯობია უკვე პატრიოტობაში, რა დონის პროჭი ხარ! (უფრო კორექტული სიტყვა მინდოდა დამეწერა, მაგრამ ვერ მოვძებნე).

ცოტა ხანში იმდენად ცხადი გახდება, რომ პირდაპირ ქვეყნის დამღუპველ ღალატთან და არაბობის დაორგანიზებულ პროცესთან გვაქვს საქმე, რომ ეგ გავნიუკებიც იგრძნობენ, რომ "პლასტინკა" უნდა შეცვალონ და პატრიოტიზმის დროშას დაუბრუნდნენ, თორემ ძაან დაერხევათ რეპუტაციულად, მაგრამ მანამდე მათ აუცილებლად შესაბამისი სახელი უნდა დაერქვათ, რადგან მათი ბუნება ვიწროა და გადამწყვეტ მომენტში ისევ ისეთივე პროჭობას იკადრებენ, რასაც ახლა კადრულობენ.
👍1268👎1😁1
Media is too big
VIEW IN TELEGRAM
მადლობა ყველას
226👍98😁1
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
მთვრალი არაბი თბილისში ჩხუბობს და გამვლელებს ურტყამს...
🤬135🤯52👎2😁2
📢❗️❗️ ამ ბოლო დღეებში აქტიურად დაიწყეს ჩვენი სახელებით ფეიკ გვერდების შექმნა და ისეთი კომენტარების წერა, რაც ჩვენდამი  ხალხში  ნეგატივის წარმოშობას ისახავს მიზნად!
ჩემი ერთადერთი, ოფიციალური გვერდი არის ეს, https://www.facebook.com/share/1aSmU86ft4/ სხვა დანარჩენი ვიღაცების მიერ შექმნილი ფეიკებია, რომლებიც როგორც ჩანს კეთილ საქმეს არ ემსახურება!
თხოვნა მექნება, დაარეპორტოთ ყველა ასეთი გვერდი დაუყოვნებლივ!
👍9020😁1🤔1
Media is too big
VIEW IN TELEGRAM
ვინც დიდი ხანია გვადევნებს თვალყურს, იცის როგორი ტაბუ ადევს ჩვენს ხსენებას იმედზე. შანსი არაა ჩვენი სახელი გააჟღერონ. და აი არაბულ ,,ინვესტიციებზე,, ნაცებთან და ლელოსთან ერთად გამოგვაჭენეს. მოკლედ კი ხედავთ ოცნებისთვის ეს არაბებისგან წამოსული ,,ფული ბაბაია,, რა მასშტაბის პრიორიტეტია. იმასაც ხვდებით აწი ყველა მაგათი გამპრავებელი რომ ჩვენს გინებას დაიწყებს. ნაცების გადამრჩენელები ჩვენ დაგვაბრალებენ ნაცობას. ყველა პრემიერი რომ ან გაყიდული ყავდათ ან კორუმპირებული, თავიანთივე განცხადებით, ეგ ხალხი დაგვაბრალებს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ წასვლას.

ხოდა აწი გადაწყვეტილების დროა. ქართული მიწა ვისაც არაბებზე მისაცემათ არ გემეტებათ, მოგვეხმარეთ. მორჩა ორჭოფობის დრო.
👍15418🔥3😁2👎1
„კონსერვატორები საქართველოსთვის“ გეგმავენ აქციას არაბიზაციის წინააღმდეგ!

გაწევრიანდით ორგანიზატორთა რიგებში, მისამართზე: სააკაძის II გასასვლელი, №11ა. ტელ: +(995) 591 94 10 79 / +(995) 591 75 31 30
👍14527😁1🎉1
ისტორიაში პირველად ნიუ იორკის მერი მუსლიმი ინდუსი ზოჰან მამდანი გახდა.
ნიუ იორკში იმდენი აზიელი მიგრანტ-ინვესტორია, რომ შედეგიც შესაბამისი დაიდო, თავისიანს მისცეს ხმა და დიდი უპირატესობით მოაგებინეს.

მაგრამ ჩვენთვის მთავარი კითხვა ახლა იმაშია, დღეს რა პოლიტიკაც მიდის ქვეყანაში, ასე თუ გაგრძელდა, რამდენი ხანი დასჭირდება პროცესებს, რომ თბილისს არაბი მერი ეყოლოს? და არაბი ამირა?

და იმ ახალ არაბულ ქალაქს რომ ვაშენებთ თბილისთან, იქ როგორ იქნება საქმე, პირდაპირ თავიდანვე არაბ მერს დაინიშნავენ? აბა ქართველი იქ არ იცხოვრებს და მერი საიდან ეყოლებათ ქართველი?
😢43🤬16😁10👎63
ეს საქართველოს მთავრობის განკარგულებაა არაბულ ქალაქებზე. N 1712

ყველაზე მეტად ბოლო პუნქტი გვაინტერესებს,
რომლის მიხედვითაც, არაბებთან გაფორმებული ხელშეკრულება გასაიდუმლოებულია.
ისეთი კაი ხელშეკრულებაა მოკლედ, რომ ხალხს ვერ წააკითხებენ.

მაგრამ თქვენ ოცნების გამპრავებლებს უსმინეთ მაინც.
🤬85👍13👎1😁1
Media is too big
VIEW IN TELEGRAM
კობახიძემაც აღიარა ამ კომენტარში, რომ კი, არაბების მიერ აშენებულ ქალაქებში უცხოელებზე იგეგმება ბინების გაყიდვა. უბრალოდ შემდეგ სამარცხვინო ტყუილი დაამატა, ბინის ყიდვა ავტომატურად არ ნიშნავს ბინადრობის უფლებასო. არა და რეალურად ქვეყანაში კანონი მკაფიოდ განმარტავს, რომ 100 ათას დოლარზე ძვირი ბინის შესყიდვით მიგრანტი ქვეყანაში ბინადრობის უფლებას იღებს.
ანუ იმდენად ანტიეროვნულ და დამაზიანებელ პროექტთან გვაქვს საქმე, რომ ასეთი სამარცხვინო ტყუილების გარეშე მისი გაპრავება უბრალოდ არ ხერხდება.

კიდევ ერთი სამარცხვინო ტყუილი ის იყო, თითქოს ამ თემის გაპროტესტება თავიდან ლელომ დაიწყო და მერე ჩვენ ავყევით, როცა მარტივად არის გადამოწმებადი და ჩვენს გვერდზე დევს ვიდეოები, სადაც ამ თემას ჩვენ ვაპროტესტებდით და საფრთხეებზე ვლაპარაკობდით უკვე 11 თვის წინაც, როცა ჯერ კიდევ პირველად გაჟღერდა ხელისუფლების მიერ ამ არაბული ინვესტიციის გეგმა. ლელო მაშინ ამ თემაზე ხმას არ იღებდა და მხოლოდ ბოლო ორი კვირაა დაიწყო შეშფოთების გამოთქმა.
👏47👍41😁11🤬3😢21