საქართველო - VOL 2.0 – Telegram
საქართველო - VOL 2.0
9.44K subscribers
13.6K photos
5.99K videos
4 files
3.98K links
საინფორმაციო არხი საქართველოზე

ინფორმაციის გამოგზავნა / კონტაქტი: https://news.1rj.ru/str/vol202Bot
Download Telegram
‼️ყოფილ გენპროკურორს დაუსწრებლად შეეფარდა წინასწარი პატიმრობა.

🚩პროკურორ ლევან ვეფხვაძის თქმით ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე 2025 წლის ივნისიდანაა რუსეთში. მას რუსეთის მოქალაქეობაც აქვს. საქართველოსი კი 2023 წლის 17 ოქტომბერს, აშშ-ს სანქციების ფონზე სალომე ზურაბიშვილმა შეუწყვიტა.
🤣22🤡6
საქართველოს სახალხო დამცველი დროებით ოკუპირებულ ცხინვალში თამარ მეარაყიშვილის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა:

გავრცელებული ინფორმაციით, უფლებადამცველი თამარ მეარაყიშვილი ჯაშუშობის ბრალდებით არის დაკავებული და დე ფაქტო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სოციალური ქსელებიდან ასევე ირკვევა, რომ დაკავებული შიმშილობს. 
თამარ მეარაყიშვილი, როგორც უფლებადამცველი, წლების განმავლობაში თანამშრომლობდა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მედიასაშუალებებთან, აქტიურად საუბრობდა ოკუპირებულ ახალგორის რაიონში არსებულ პრობლემებზე, რაც მისივე განცხადებით, წარსულშიც არაერთხელ გამხდარა მისი დაკავების წინაპირობა. მას ჩამორთმეული ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და აკრძალული ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიების დატოვება.
სახალხო დამცველი თამარ მეარაყიშვილის დაკავებას უფლებადამცველის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებს და დე ფაქტო ხელისუფლებას მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოუწოდებს
22🖕3🤡1
Forwarded from Teona Tskhomelidze
უჩა აბაშიძის პოსტი:

მე ციხეში მოვხვდი - პირდაპირ ლილუაშვილთან და ღარიბაშვილთან დაპირისპირების გამო.

ჯერ საჯარო სამსახურიდან გამომიშვეს: ნუ, ჩემამდე ასე მოიტანეს ეს ამბავი - რო ღარიბაშვილმა უთხრა მინისტრს - ეგ ჩემი მაგინებელი როდემდე უნდა გყავდეთ მანდო და მთხოვეს “გაჩუმდი რაო“ (მეთქი გამაგდე კაცო, ჩემ გამო ნუ შეიქმნი პრობლემებს თქო და 1 თვეში დავემშვიდობეთ). თუმცა თავს ვერ დავდებ, რო ღარიბა just არ მოიმიზეზეს.

მერე, მალევე - სუს-ის შკოდაში აღმოვჩნდი და ლილუაშვილის სუსმა ულტიმატუმი წამიყენა - ან ჩვენთან იმუშავებ, ან დაგიჭერთო.

ყველა ჩემს ნათქვამ “არა“-ზე “ღადაობდნენ“ - კაი, მიდი, დაქოქე - მიგვყავს ჩვენთან კპზ-ზეო. ბოლოს - კაი, ჩადი მანქანიდან და მოიფიქრე კარგად, არას ნუ გვეუბნები - და ნათესავს/მეგობარს მაინც დააწყებიე ჩვენთან, თორე დაგიჭერთო.

ისე, ბარეთ, ბევრს ჰგონია, რო როცა ეგეთ შეთავაზებას გიკეთებენ - შავით თეთრზე გეუბნებიან - რუსების მხარეს გადმოდიო. მასე არ ხდება. მაგალითად მე მთავაზობდნენ დეპარტამენტის უფროსობას, ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით, ვინმეს რამეს კი არ დაუშავებო კაცოო. 5-ნიშნა ხელფასი, სამსახურეობრივი მანქანა, იარაღი - ტარების უფლებით. მეთქი არა, ამ სუსში, გამორიცხულია. “ნუ ამბობ არას, კარგად დაფიქრდი, დაგიჭერთო“. მეთქი არა! კაცო ჩადი მანქანიდან - იფიქრე, ეგრევე არას ნუ ამბობო. მეთქი არაფერია საფიქრალი - არა! - მაშინ მეგობრეგი და ნათესავები გვირჩიე - იმათ ენდომებათ, ყველას დავასაქმებთ, ვისაც იტყვი - რამდენსაც იტყვიო. მეთქი და ამდენ ახალ კადრს რითი იყვანთ? - ევროპიდან გრანტების ფულებს უხდით მეთქი ხო? - ფული არაა პრობლემა, შენ მეგობრები თქვიო. მეთქი - არა! - კაი, მაშინ გიჭერთო. ნუ კაი, მართლა კი არა - ჩადი, წადი, იფიქრე და კარგად მოიფიქრეო - არას ნუ ამბობო.

მერე ორჯერ იყო - რო პირდაპირ ქუჩაში (აქციაზე) მომადგა ადამიანი - შენ დაგყვები მე - რო იცოდე - და დაგიჭერთო (ძველი ნაცნობები იყვნენ ორივე)

და ბოლოს ჯერ დამიჭირეს - და მერე იგონებენ - რა შემტენონ. ოთხი სხვადასხვა მუხლი სცადეს და ბოლოს მარიამის დაჭერა და გამწარება დასჭირდათ - რო ჩავესვით.

ხოდა ეხლა რას ვშვებით? - უი, ლილუაშვილი მართლა გახრწნილი კორუმპირებული ბოროტება აღმოჩნდა? - ხან ატკატებს კრიშავდა, ხან სუსის წნეხის გამოყენებით - ბიზნესებს არეკეტებდა (წილს თხოვდა “ჩაწყობილი“ საქმეებიდან) და ეს მხოლოდ ზედაპირია. ეს რაც შეძლებადია რო დაამტკიცო.

თუ ვინმეს სჯერა - რო ეს პროსტა გახრწნილი ჩინოვნიკი იყო - თორე ისე სუსს სამართლიანად და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებში მართავდა?

სუსი იყო ლილუაშვილის ჯიბის მაფიოზური ბანდა. ღარიბაშვილიც და ლილუაშვილიც - იყენებდნენ მაგ ძალაუფლებას წნეხისთვის (ეს უკვე დადასტურებული ფაქტია) და ემუქრებოდნენ - ისე, როგორც მე. მერე ზოგი თანხმდებოდა (მითუმეტეს არაფერს, თითქოს, ისეთს არ გთხოვდნენ - კაი ფულს იშოვი და ლილუაშვილი იქნება კრიშა, თუ არადა - ბეტონს ასკდები), ზოგი ქვეყნიდან გარბედა, ზოგი ციხეში ამოალპეს.

ზუსტად ვიცოდი რო ლილუაშვილს უარს არ ეუბნებიან და დამიჭერს.

ვიცოდი - რო ვერ შემიკერავს რისთვის დამიჭიროს და იწვალებს. გამოვიდა, რო ამით გავწირე მარიამი - მარიამის დაჭერა დასჭირდათ - ჩემს გამოსაკეტად.

გავიდა წელიწადნახევარი - და ნათელია, რო ღარიბაშვილი კორუმპირებული, ქურდი და დანაშაულის დასაფარად ლილუაშვილით მოსარგებლე იყო (როგორც ვამბობდი)

და ლილუაშვილი გახრწნილი, კორუმპირებული და სუსის გავლენებით - ბოროტმოქმედულად მოსარგებლე. სუსის მეშვეობით გვიშორებდა /აშინებდა ადამიანებს, კრიშავდა დანაშაულს, წილებს ითხოვდა და ა.შ.

კრიმინალი - ვინც მე შემიკერა, შემირჩია, ჩამიდო საქმე - თვითონ ზის ეხლა ციხეში. ეხლა რა ხდება? თქვენ არ დაიჯეროთ, რო სუსში ან სასამართლოში, ან პროკურატურაში გამოსწორდა რამე, მარა, ხო ითხოვენ რო ვიფიქროთ - ვითომ გამოსწორდაო. ხოდა რა ხდება აწი?

Ucha Cyb Abashidze
👍26🤣31
‼️ადვოკატის ცნობით, ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის მე-8 დღეა შიმშილობს. გუშინდლიდან მოყოლებული კი უკვე წყალსა და მედიკამენტებზეც ამბობს უარს.
😢27
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
‼️ხაბეიშვილის სიტყვა დღევანდელ პროცესზე. შემდეგი სხდომა 22 იანვარსაა.
👍29🖕2❤‍🔥1🤣1
‼️რუსებმა ჩორჩანასთან ხაშურის სოფელ კლდისწყაროს მკვიდრი გაიტაცეს.
🤬47
‼️თბილისის მერიის ცნობით, მეტრო და ავტობუსები ახალი წლის ღამეს 3 საათამდე და უფასოდ იმუშავებს. ეს წესი იმოქმედებს შობის ღამესაც.

🚩რაც შეეხება საბაგიროს - ის მგზავრებს 31 დეკემბრის 22 საათიდან, 1 იანვრის დილის 3 საათამდე მოემსახურება.
11😁2👍1
Forwarded from პრელუდია • Prelude (Annabelle)
💔1993 წლის 31 დეკემბერს სამეგრელოში გარდაიცვლილი იპოვეს საქართველოს პირველი პრეზიდენტი - ზვიად გამსახურდია.
🫡38😢2410
Forwarded from პრელუდია • Prelude (Keta)
‼️რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილე კობა გაბუნიას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ნახევარი მილიონი ლარის გირაოთი შეუცვალეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.


🔴გამოძიება მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 მილიონ 365 801 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და 1 მილიონ 211 ათასი ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეში. ამ საქმეზე დაკავებულნი არიან შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები. გამოძიების თანახმად, გაბუნიას დავალებით, სამსახურებრივი მოვალეობა ბოროტად გამოიყენეს და მიუხედავად იმისა, რომ „ლაგი კაპიტალის“ მიერ 2023 წლის ივლისში მიღებული ავანსი არ იყო დახარჯული მიზნობრივად, 2023-2024 წლებში შპს „ლაგი კაპიტალზე“ ბაღების რეაბილიტაციისთვის მაინც გასცეს 11 მილიონ 218 380 ლარის დაუსაბუთებელი ავანსი.
26🤬5👍1
ჩეხეთში თვითმფრინავიდან ჩამოსვლისას პოლიცია დაგვხვდა გამოსასვლელთან,ყველას, ვისაც ქართული პასპორტი გვქონდა, პასპორტები ჩამოგვართვეს, ცალკე გადაგვიყვანეს და დეტალურად შეგვიმოწმეს ყველაფერი.

ჩემ შემთხვევაში, მას შემდეგ რაც დარწმუნდნენ, რომ ტურისტი ვიყავი, პოლიციამ ბოდიში მომიხადა და მითხრა, რომ ეს პროცედურები აუცილებლად უნდა დაიცვან, რადგან უსაფრთხოება გავამკაცრეთო 🙂 როგორც მივხვდი, რამდენიმე ქართველი ბიჭი არ შემოუშვეს, რადგან არ გამოსულან.

აქამდე ყველგან, მხოლოდ პასპორტს მთხოვდნენ დღეს კი ასე საეჭვო მგზავრივით ცალკე მოგვაქუჩეს ქართველები.

მებაჟე პოლიციელთან რომ მივედი, ძალიან პოზიტიურად მიმიღო, მანაც მოიბოდიშა, ქართულად მომესალმა და თბილისზე მელაპარაკა 🙂 მათი პოზიციაც მესმის, რა თქმა უნდა.

ღირსებით ევროპისკენ!

©Nino Lominadze
👍32😱3
‼️პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული ევა შაშვიაშვილისთვის პატიმრობის შეცვლას მოითხოვს. სხდომა 3 საათზეა ჩანიშნული.

🚩შაშვიაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
👍23😁2
‼️157 კგ ჰეროინის მარმარილოს ფილებით გადატანის მცდელობისას ირანის მოქალაქე დააკავეს
👍24
‼️ბენზინგასამართ სადგურზე მწვადის შეწვის პროცესი - თბილისი, სამგორი, 31.12.2025

(ზეთი, ტილო)
😁45😱4😢3
დღის ანეკდოტი:

რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულმა მთავრობამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას 2030 წლამდე აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში ერთობლივი ქმედებების შესახებ.
😁25🖕13🤣6
Forwarded from Teona Tskhomelidze
ჯაფარამ გირაოს გადავიხდიო ❤️ ანუ ამ მოტივით მისი ისევ ციხეში გამოკეტვა ვერ მოხდება.

გრძელი პოსტია და აქ ნახავთ https://www.facebook.com/share/p/1HH9Ay539e/?mibextid=wwXIfr
28👍7🤣2
‼️სასწრაფო‼️

თამარ მეარაყიშვილი თავისუფალია 🥳
58👍8👏1🤣1
🔥2025 მსოფლიოში ბოლო საათებს ითვლის

☺️ახალი წელი უკვე დადგა კირიბატიზე, ტონგასა და ახალ ზელანდიაში.

🥳ამ წუთებში 2026-ის დადგომას ზეიმობენ ავსტრალიაში
👍11
საქართველო - VOL 2.0
‼️სასწრაფო‼️ თამარ მეარაყიშვილი თავისუფალია 🥳
სუს-ის განცხადება:

მოლაპარაკების არსებული ფორმატების ფარგლებში წარმოებული ინტენსიური დიალოგის შედეგად თამარ მეარაყიშვილი გათავისუფლდა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანთავმჯდომარეები. პერმანენტულად წარმოებდა კომუნიკაცია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ მართული „ცხელი ხაზის“ მეშვეობით.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით აქტიურად განაგრძობს მუშაობას უკანონოდ დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.
👍24
‼️ევა შაშიაშვილმა რუსთავის საპატიმრო დატოვა - მას გირაოს თანხა, 5000 ლარი მოქალაქეებმა შეუგროვეს.
33👍8🤣1
🙏🫡2025 წელს უკრაინის ომში რუსეთთან დაცემული მებრძოლები

კახა თილიძე 12.01.25.

დავით დვალიშვილი და მამუკა ბერია 05.02.25.

ლევან პარკაია 15.02.25.

თაბო არქანია 05.05.25.

დემეტრე დარჩია 12.06.25.

ვანო ნადირაძე 22.06.25.

ვალერი ბაძაღუა 25.07.25.

მიშიკო შედანია 04.08.25.

იურა კალანდარიშვილი 18.09.25.

თემურ შანავა 11.11.25.

დიდება გმირებს! 🇬🇪🇺🇦
2🫡5515😢15