ჩეხეთში თვითმფრინავიდან ჩამოსვლისას პოლიცია დაგვხვდა გამოსასვლელთან,ყველას, ვისაც ქართული პასპორტი გვქონდა, პასპორტები ჩამოგვართვეს, ცალკე გადაგვიყვანეს და დეტალურად შეგვიმოწმეს ყველაფერი.
ჩემ შემთხვევაში, მას შემდეგ რაც დარწმუნდნენ, რომ ტურისტი ვიყავი, პოლიციამ ბოდიში მომიხადა და მითხრა, რომ ეს პროცედურები აუცილებლად უნდა დაიცვან, რადგან უსაფრთხოება გავამკაცრეთო 🙂 როგორც მივხვდი, რამდენიმე ქართველი ბიჭი არ შემოუშვეს, რადგან არ გამოსულან.
აქამდე ყველგან, მხოლოდ პასპორტს მთხოვდნენ დღეს კი ასე საეჭვო მგზავრივით ცალკე მოგვაქუჩეს ქართველები.
მებაჟე პოლიციელთან რომ მივედი, ძალიან პოზიტიურად მიმიღო, მანაც მოიბოდიშა, ქართულად მომესალმა და თბილისზე მელაპარაკა 🙂 მათი პოზიციაც მესმის, რა თქმა უნდა.
ღირსებით ევროპისკენ!
©Nino Lominadze
👍29😱3
‼️პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული ევა შაშვიაშვილისთვის პატიმრობის შეცვლას მოითხოვს. სხდომა 3 საათზეა ჩანიშნული.
🚩შაშვიაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
🚩შაშვიაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
👍20😁2
‼️157 კგ ჰეროინის მარმარილოს ფილებით გადატანის მცდელობისას ირანის მოქალაქე დააკავეს
👍17
დღის ანეკდოტი:
რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულმა მთავრობამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას 2030 წლამდე აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში ერთობლივი ქმედებების შესახებ.
რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულმა მთავრობამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას 2030 წლამდე აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში ერთობლივი ქმედებების შესახებ.
😁18🖕12🤣5
Forwarded from Teona Tskhomelidze
ჯაფარამ გირაოს გადავიხდიო ❤️ ანუ ამ მოტივით მისი ისევ ციხეში გამოკეტვა ვერ მოხდება.
გრძელი პოსტია და აქ ნახავთ https://www.facebook.com/share/p/1HH9Ay539e/?mibextid=wwXIfr
გრძელი პოსტია და აქ ნახავთ https://www.facebook.com/share/p/1HH9Ay539e/?mibextid=wwXIfr
Facebook
Log in or sign up to view
See posts, photos and more on Facebook.
❤25👍6🤣2
🔥2025 მსოფლიოში ბოლო საათებს ითვლის
☺️ახალი წელი უკვე დადგა კირიბატიზე, ტონგასა და ახალ ზელანდიაში.
🥳ამ წუთებში 2026-ის დადგომას ზეიმობენ ავსტრალიაში
☺️ახალი წელი უკვე დადგა კირიბატიზე, ტონგასა და ახალ ზელანდიაში.
🥳ამ წუთებში 2026-ის დადგომას ზეიმობენ ავსტრალიაში
👍5
საქართველო - VOL 2.0
‼️სასწრაფო‼️ თამარ მეარაყიშვილი თავისუფალია 🥳
სუს-ის განცხადება:
მოლაპარაკების არსებული ფორმატების ფარგლებში წარმოებული ინტენსიური დიალოგის შედეგად თამარ მეარაყიშვილი გათავისუფლდა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანთავმჯდომარეები. პერმანენტულად წარმოებდა კომუნიკაცია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ მართული „ცხელი ხაზის“ მეშვეობით.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით აქტიურად განაგრძობს მუშაობას უკანონოდ დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.
👍18
‼️ევა შაშიაშვილმა რუსთავის საპატიმრო დატოვა - მას გირაოს თანხა, 5000 ლარი მოქალაქეებმა შეუგროვეს.
❤23👍5🤣1
🙏🫡2025 წელს უკრაინის ომში რუსეთთან დაცემული მებრძოლები
კახა თილიძე 12.01.25.
დავით დვალიშვილი და მამუკა ბერია 05.02.25.
ლევან პარკაია 15.02.25.
თაბო არქანია 05.05.25.
დემეტრე დარჩია 12.06.25.
ვანო ნადირაძე 22.06.25.
ვალერი ბაძაღუა 25.07.25.
მიშიკო შედანია 04.08.25.
იურა კალანდარიშვილი 18.09.25.
თემურ შანავა 11.11.25.
დიდება გმირებს! 🇬🇪🇺🇦

🫡30❤15😢6
‼️ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე კაცი დაჭრეს.
‼️თბილისში, ვაკის კორტებთან მკვლელობა მოხდა.
‼️თბილისში, ვაკის კორტებთან მკვლელობა მოხდა.
🤬27😱2
‼️კალაძის თქმით, საახალწლო კონცერტი სატელევიზიო ფორმატით შედგება.
🤣18
‼️31 დეკემბერს, ფინეთის ხელისუფლებამ დააკავა გემი, რომელმაც, სავარაუდოდ, ბალტიის ზღვაში ჰელსინკსა და ტალინს შორის მდებარე მონაცემთა კაბელი დააზიანა. დაკავებულია ეკიპაჟის 14 წევრიც, მათ შორის, სულ მცირე, ერთი საქართველოს მოქალაქეც. ჯერჯერობით უცნობია თუ ზუსტად რამდენი საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა გემზე.
🚩ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი YLE აღნიშნავს, რომ როდესაც გემი შენიშნეს, მისი ღუზის ჯაჭვი წყალში იყო ჩაშვებული.
🚩132-მეტრიანი სატვირთო გემი კარიბის ზღვის რეგიონში, სენტ-ვინსენტსა და გრენადინებშია რეგისტრირებული. გემების მარშრუტების მონაცემების ვებგვერდის მიხედვით, გემი რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგიდან ისრაელში, ჰაიფასკენ მიემართებოდა.
🚩გემი ფინეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში სასაზღვრო დაცვის საპატრულო გემისა და ვერტმფრენის გამოყენებით დააკავეს. ხოლო, კაბელი ესტონეთის ეკონომიკურ ზონაში დაზიანდა.
🚩ადგილობრივი ოფიციალური პირების ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრები საქართველოს, რუსეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის მოქალაქეები არიან.
🚩YLE-სთან საუბრისას ფინეთის პოლიციის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ არ სურდა სპეკულირება იმაზე, იყო თუ არა რუსეთი რაიმე ფორმით ჩართული კაბელის დაზიანებაში. მისი თქმით, უმჯობესი იქნება, თუ გამომძიებლებს მიეცემათ საშუალება გაარკვიონ, რა მოხდა.
- თქვა მან.

ამის შემდეგ შეგვეძლება დასკვნების გამოტანა
- თქვა მან.
👍4🤣2 1
ბიძინა ივანიშვილი მისი და მისი ცოლის სახელით მიმართვას ავრცელებს:
ძვირფასო თანამოქალაქენო! საქართველოში და ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებო ქართველებო!
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! მშვიდობის, ერთიანობისა და წარმატების წელი ყოფილიყოს ჩვენი ოჯახებისა და ჩვენი ქვეყნისთვის. თითოეულ თქვენგანს ვუსურვებ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. ამავდროულად, გისურვებთ, გწამდეთ უკეთესი ხვალინდელი დღის, ვინაიდან ჩვენი და ჩვენი შვილების, ძლიერი და წარმატებული საქართველოს მომავალს ერთად ვაშენებთ!
გამოწვევებით და სირთულეებით იყო აღსავსე გასული წელი. საზოგადოება თვალნათლივ ხედავდა, თუ როგორ ებრძოდა გლობალური, ბოროტი ძალა საქართველოს. ძალა, რომელსაც არაჯანსაღი ამბიცია აქვს მსოფლიო მმართველობაზე. ჩვენ ყველა ერთად ვხედავდით იმ ღია, დაუფარავ და უთანასწორო დაპირისპირებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ერთიანობის წინააღმდეგ, დაპირისპირებას ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც ადგილი ჰქონდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედან.
ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, 2025 წელს, ქართველი ხალხის გონიერებითა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის გაწონასწორებული, მშვიდი და პრაგმატული პოლიტიკით ყველა გამოწვევას სათანადო პასუხი გავეცით, გარედან წამოსულ ყველა დარტყმას ღირსეულად დავხვდით და ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს უკან ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ხალხისა და საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში.
რა თქმა უნდა, გაჩერებას და დანებებას არც 2026 წელს ვაპირებთ, რადგან ჩვენს უკან ჩვენი სამშობლო, ჩვენი ოჯახები, ჩვენი კულტურა და ტრადიციები დგას, ჩვენს უკან დგანან ჩვენი შვილები, ამიტომაც, უკან დასახევი გზა უბრალოდ არ არსებობს! ჩვენ არ გვაქვს არჩევანი! სამშობლოს, ერისა და წინაპრების წინაშე ვალდებულები ვართ, რომ დავიცვათ ყველა ის ფასეულობა, დავიცვათ ყველა ის ღირებულება, რამაც ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ერი დღევანდელ დღემდე ამაყად მოიყვანა!
ნურავის ექნება ილუზია, რომ პირადად მე, ან ჩვენი პოლიტიკური გუნდი დაიღლება ამ უთანასწორო ბრძოლაში, თუმცა მთავარია, რომ ჩვენმა ხალხმა, ზუსტად ისე, როგორც აქამდე, 2026 წელსაც მკაფიოდ გაარჩიოს ვინაა საქართველოს მტერი და ვინ - მოყვარე!
მოცემულობას ობიექტურად ვაფასებ და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება, რადგან ჩემდა საამაყოდ, საქართველოში შედგა საზოგადოება, რომლის მოტყუება, რომლის ემოციებით მანიპულირება არათუ მარტივი არაა, არამედ შეუძლებელია! დიახ, ასეთია დღეს მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი!
პირადად მე, როგორც ჩემი სამშობლოს ერთი, რიგითი ჯარისკაცი, ჩემს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, 2026 წელსაც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ოჯახების სადარაჯოზე ვიქნები! ამ რთულ და საპატიო მისიას შევასრულებთ პირნათლად იქამდე, სანამ ჩვენი საზოგადოება საჭიროდ ჩათვლის, რომ საქართველოსთვის ჩვენი სამსახური მნიშვნელოვანია!
ჩემი და ჩემი მეუღლის სახელით კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გულითადად გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას და ულევ სიხარულს. იმედი, მომავლის რწმენა და ბარაქა ყოფილიყოს თქვენს ოჯახებში.
ღმერთი იყოს ჩვენი და ჩვენი სამშობლოს მფარველი!
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
‼️ევა შაშიაშვილის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ, ტვ პირველთან.
❤18👍3🤣1
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
აშშ-ს საელჩოს საახალწლო მილოცვა
❤20🤡1🖕1