საქართველო - VOL 2.0 – Telegram
საქართველო - VOL 2.0
9.43K subscribers
13.7K photos
6K videos
4 files
3.98K links
საინფორმაციო არხი საქართველოზე

ინფორმაციის გამოგზავნა / კონტაქტი: https://news.1rj.ru/str/vol202Bot
Download Telegram
‼️ხანძარია სამგორის ავტობაზრობის (ე. წ. დაშლილები) მიმდებარედ.
😢13🤣1
ვფიქრობთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, ისევე როგორც მთავრობის განცხადება [ვენესუელასთან] დაკავშირებით, არის ადეკვატური.

შესაბამისობაშია იმ რესურსებთან და ბერკეტებთან, რომელიც საქართველოს გააჩნია.

საკმაოდ სათუო იქნებოდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ხმამაღალი განცხადებების კეთების წარმატება ამ შემთხვევაში, მითუმეტეს, როცა საქართველოში, შიგნით არსებობს დესტრუქციული ძალები, მთელი კოჰორტა, რომელსაც ერთი სული აქვს, ნებისმიერი განცხადების ინტერპრეტაცია მოახდინოს.

მათ შორის, მამუკა მდინარაძის 14 თვის წინანდელი გამონათქვამი აბსოლუტურად სხვა კუთხით დაანახეს საზოგადოებას.

აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მთავარი ამოცანა არის ერთი - რა კონფიგურაციის მთავრობაც არ უნდა შედგეს ვენესუელაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება მოდეს, მათ შორის, ვენესუელას მხრიდან.

ეს იქნება არაღიარების პოლიტიკის კიდევ ერთი წარმატება, რომელიც საკმაოდ ინტენსიურად ხორციელდება მსოფლიოში.

ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა

- IPN-ის ცნობით, ამბობს ,,ქართული ოცნების” წევრი გია ვოლსკი.
271👍1🖕1
Forwarded from Netgazeti | Batumelebi
⭕️თბილისის აეროპორტში დააკავეს ფარნაოზ ჭკადუა - აქტივისტი, რომელიც წარსულში ფეისბუკზე ანტისამთავრობო გვერდებს მართავდა და 2019 წელს პოლონეთს პოლიტიკური თავშესაფარს სთხოვდა.

📌ინფორმაციას მისი დაკავების შესახებ ზაზა დობორჯგინიძე ავრცელებს, ჰონკ კონგის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დოქტორანტი. როგორც მან “ნეტგაზეთს” უთხრა, დაკავების შესახებ ფარნაოზ ჭკადუას ძმისგან შეიტყო.

🔴ფარნაოზ ჭკადუამ პოლონეთს პოლიტიკური თავშესაფარი 2019 წელს სთხოვა. ამის შესახებ მაშინ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა:
“პოლონეთის ემიგრაციის სამსახურს მივეცი ჩვენება ფარნაოზ ჭკადუასთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე. ფარნაოზ ჭკადუა აქტიური ნაციონალია ფბ ზე, რამდენიმე ყველაზე აქტიური გვერდის ადმინისტრატორია და შარშან, საპრეზიდენტო არჩევნებზე აქტიურობისას, ივანიშვილის ხელისუფლებამ განაჩენი გამოუტანა და 4 წელი მიუსაჯეს “ჩხუბში” მონაწილეობისთვის”, - წერდა სააკაშვილი 2019 წელს, მის დაკავებამდე.
🤬27🤣52👍1
😁45🤡224🖕2
‼️ცხინვალელი სეპარი ბატრბეგ ოსტაევი გაუყვა საიქიოსკენ გზას
🔥61👏7👍5
‼️უკრაინელებმა კემეროვოელი ალექსანდრე აბესაძე მოკლეს
👏41🔥28👍113
‼️თურქეთმა და აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების შესახებ ახალ შეთანხმებას მიაღწიეს, – ამის შესახებ „ანადოლუ“ წერს.

🚩როგორც თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ალფარსლან ბაირაქტარმა აღნიშნა, თურქეთმა და აზერბაიჯანმა ახალ შეთანხმებას მიაღწიეს 33 მილიარდი კუბური მეტრის ღირებულების ბუნებრივი აირის შესახებ. ბაირაქტარმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულება ითვალისწინებს კასპიის ზღვაში მდებარე აბშერონის საბადოდან წელიწადში 2.25 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდებას 15 წლის განმავლობაში.

🚩მისივე თქმით, კონტრაქტი ძალაში 2029 წელს შევა და 2040 წლამდე გაგრძელდება. ბაირაქტარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბუნებრივი აირი თურქეთს ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით მიეწოდება.
👍384
‼️რამზან კადიროვთან დაკავშირებული აპტი ალაუდინოვის სოცქსელი მოიკვლიეს და ყოფილ გენპროკურორ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძესთან გადაღებულ ფოტოს მიაგნეს. პოსტი 2025 წლის 12 აგვისტოთი თარიღდება.

ეჭვებია რომ ფარცხალაძე ჩეჩნებთან დაკავშირებული მკვლელობის საქმის შემკვეთად ფიგურირებს ან სულ მცირე მომზადებას ცდილობდა.

(დანაშაულის მომზადება ქართული და რუსული კანონმდებლობით დასჯადია)
🤬24🤡2
‼️მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა ამბობს რომ გენპროკურატურისთვის მიცემული 2 კვირიანი ულტიმატუმის ვადა იწურება, თუმცა უწყებას ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს და არ ავლენს ახალ ბრალდებულებს.

🚩ამიტომ დაანონსებულია აქცია გენპროკურატურასთან - 8 იანვარს, 16 საათზე.
👍41
საქართველოს ხელისუფლების ორი მთავარი ამოცანა უცვლელია: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ქართველი ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფა. ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში პოლიტიკური სენტიმენტების და ილუზიების ადგილი არ არის. სახელმწიფო და ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, ვერასოდეს იქნება ქართველი ხალხის მეგობარი - ეს არის ფუნდამენტური ჭეშმარიტება.

საქართველოს მსგავსი მცირე სახელმწიფოებისთვის საერთაშორისო სამართალი ყოველთვის იყო მთავარი იარაღი და ფარი, თუმცა რეალობაა ისიც, რომ მისი ადგილი და გავლენა შეუქცევადად მცირდება. საბოლოოდ დადასტურდა, რასაც ვამბობდით - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს.

იმაში, რაც დღეს ვენესუელაში გაცხადდა, ჩვენთვის ახალი არაფერია. ჩვენ ეს დიდი ხნის წინ დავინახეთ და სწორად შევაფასეთ. სწორედ ეს არის ძველი ერების ისტორიული უპირატესობაც. ჩვენ ათასწლეულების განმავლობაში გავუძელით მსგავს "საერთაშორისო წესრიგებს", გამოვიარეთ არაერთი გეოპოლიტიკური კატაკლიზმი და მოვძებნეთ გადარჩენის საკუთარი გზა. სწორედ ამ ცოდნამ შეგვინარჩუნა სახელმწიფოებრიობა მაშინ, როცა სხვები გაქრნენ. დღესაც ჩვენი ამოცანა უცვლელია - დიდი ძალების მიერ ატეხილ შტორმში არ დავაზიანოთ სახელმწიფო და უვნებლად მივიყვანოთ უსაფრთხო ნავსაყუდელში.

გლობალურ მოვლენებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი მოაქვს ჩვენი საზოგადოებისთვის - ის საბოლოოდ ხსნის ნიღბებს. როგორც ადრე, დღესაც ის არის ლუსტრაციის ყველაზე კარგი მაპროვოცირებელი.

ამ დღეებში კვლავ დავინახეთ იმ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ჯერ მაიდანს, შემდეგ ნეპალს, ახლა კი ვენესუელას ნატრულობენ. ეს ის სხვისი დროშის მოტრფიალე ადამიანების ჯგუფია, რომელმაც ხალხის მხარდაჭერის იმედი დაკარგა, გარე ძალების იმედს ხავსივით ებღაუჭება და "დემოკრატიის ბომბებზე" და "ლიბერალიზმის რაკეტებზე" ოცნებობს.

დემოკრატიულად დამარცხებულებს, ძალაუფლების მოპოვების მხოლოდ ერთი სცენარი ეიმედებათ - გარე ჩარევით და ძალადობით ხელისუფლებაში მოსვლა. ასეთ უსამშობლო მრუდე ქართველებს - ლიპარიტებს, ყორღანაშვილებს, ორჯონიკიძეებს - ისტორიამ თავისი სახელი დაარქვა, ჩვენს თანამედროვე უსამშობლოებს კი საზოგადოებამ მიუჩინა კუთვნილი ადგილი

- წერს შალვა პაპუაშვილი სოცქსელში.
🖕28🤡431
‼️2025 წლის ნოემბერში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 2 648 პირის მიმართ, აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 145 პირის მიერ, რაც დევნა დაწყებული პირების 5.5%-ს შეადგენს. - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
😱17
ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენსავე ნახევარსფეროში არსებობდეს ვენესუელას მსგავსი ქვეყანა, რომელიც იქნება კონტროლის ზონა და გზაჯვარედინი ჰეზბოლასთვის, ირანისთვის და ნებისმიერი სხვა მავნე გავლენისთვის, როგორც ამ ქვეყანაში, ისე მთელ მსოფლიოში. ეს უბრალოდ არ მოხდება

- ნაწყვეტი მარკო რუბიოს განცხადებიდან, რომელსაც საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს.
👍33🤣2
საქართველო - VOL 2.0
ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენსავე ნახევარსფეროში არსებობდეს ვენესუელას მსგავსი ქვეყანა, რომელიც იქნება კონტროლის ზონა და გზაჯვარედინი ჰეზბოლასთვის, ირანისთვის და ნებისმიერი სხვა მავნე გავლენისთვის, როგორც ამ ქვეყანაში, ისე მთელ…
ჩვენ გვინდა, რომ გვყავდეს კარგი მეზობლები. გვინდა, რომ გარშემორტყმული ვიყოთ სტაბილურობით. გვინდა, რომ გარშემორტყმული ვიყოთ ენერგიით… ეს გვჭირდება ჩვენთვის, ეს საჭიროა მთელი მსოფლიოსთვის - და გვინდა დავრწმუნდეთ, რომ შეგვიძლია ამ ყველაფრის დაცვა

- ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებაში, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს
👍31👏1
‼️ოპოზიციის აკრძალვის საქმე - ვენეციის კომისია შეისწავლის იმ კანონმდებლობას, რომლითაც პარტიებთან ერთად ინდივიდების აკრძალვაც მოხდება. ცნობილია რომ ევროსაბჭოს ეს ორგანო დასკვნას მარტისთვის გამოაქვეყნებს.
👍29😁4
‼️ინდიგომ "ამოქოქა" პროექტი, სახელწოდებით "პროტესტი დამოუკიდებელ საქართველოში".

🚩საიტზე გამოტანილია როგორც მასშტაბური, ისე ლოკალური ტიპის პროტესტი, რომელიც 1991-2025 წლებში მიმდინარეობდა.
19🤣5👍3
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
როგორ ფიქრობთ, შეიძლება სინდისის პატიმრები ხვალ გათავისუფლდნენ

(არცერთი მათგანს თხოვნით არ მიუმართავს არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის. ამასთან ვიდეოში მოხვედრილი ნიკა კაცია სასამართლომ გაამართლა. საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა კი სრულად მოიხადეს სასჯელი)

🎥Mindia Gabadze
❤‍🔥22🤣31👍1
‼️საპატრიარქომ პატრიარქ ილია მეორის სახელით საშობაო ეპისტოლე გამოაქვეყნა

https://www.facebook.com/share/p/1BxHrpXmrP/
19🖕2👍1
‼️ხანძარია ბათუმში, ბაგრატიონისა და ოძელაშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე 5 სართულიან საცხოვრებელ კორპუსში.

🚩სავარაუდოდ ბოლო სართულზე, ერთ-ერთი ბინა იწვის.
😢63
შობას გილოცავთ ❤️
26