ირაკლი მარტინენკო / Irakli Martinenko – Telegram
ირაკლი მარტინენკო / Irakli Martinenko
1.81K subscribers
604 photos
306 videos
1 file
36 links
ირაკლი მარტინენკოს ოფიციალური ტელეგრამ არხი. კონსერვატორები საქართველოსთვის / ალტ ინფო.
Download Telegram
Media is too big
VIEW IN TELEGRAM
ვისაც ეს კითხვა უჩნდება, გთხოვთ გაითვალისწინოთ, ჩვენ უამრავი მხარდამჭერი გვყავს, ისინი არიან დამოუკიდებელი, თავისუფალი, ამ ქვეყნის პატრიოტი ადამიანები, ყველა თავის აზრს აფიქსირებს ისე როგორც თვითონ ჩათვლის სწორად და მათ ვერავინ მიუთითებს რა და როგორ წერონ, ეს მათი გადასაწყვეტია.
👍9720💯3😡1
Forwarded from Alt-Info News
Media is too big
VIEW IN TELEGRAM
ახალი პარტიით, „ქართული იდეით“ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და მაინც მივიღებთ მონაწილებას არჩევნებში

ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ტელევიზორის ჩართვისას, ალტ-ინფოს ხმა ესმოდეს, დააფინანსეთ თქვენი პოზიციის, თქვენი ღირებულებების დამცველი არხი.

მიმღები: ზურაბ მახარაძე

ბანკი ქართუ CARTU BANK JSC
საბანკო კოდი: CRTUGE22
ანგარიშის ნომერი: GE63CR0120002320934506

"ვოტსაპი", "ვაიბერი":
+(995) 555 38 49 29 მიმღები: შოთა მარტინენკო
99👍37
Forwarded from Zurab Makharadze (info makharadze)
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
მეუფე სტეფანე კონსერვატიული მოძრაობის გაუქმების შესახებ
👍8740
Forwarded from Alt-Info News
დღეს, „ალტ-ინფოს“ ლიდერებმა პარტიის ყრილობა გამართეს, რომელსაც 400-მდე დელეგატი ესწრებოდა. ყრილობაზე პარტია „ქართული იდეა“ კონსერვატორების ოფიციალურ პოლიტიკურ პარტიად გაფორმდა, პარტიის ახალ თავმჯდომარედ კი გიორგი ქარდავა აირჩიეს. სხდომაზე ლიდერებმა მხარდამჭერებს სიტყვით მიმართეს, განცხადება გააკეთა „ქართული იდეის“ დამფუძნებელმა ლევან ჩაჩუამაც.

📍 შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ მის დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო რეესტრის მეშვეობით, პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“ კანონის უხეში დარღვევით გააუქმა, რათა კონსერვატიულ ფლანგზე მოქმედ ყველაზე ძლიერ და გავლენიან პარტიას 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიეღო.
აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებიდან მალევე, პარტია „ქართული იდეის“ დამფუძნებელმა ლევან ჩაჩუამ, საკუთარი პარტიის კონსერვატორებისთვის ჩუქება გადაწყვიტა.
👍10055
დღესდღეობით აგენტების კანონის ირგვლივ შემდეგი ვითარება იკვეთება:

არანაირი გადატრიალების შანსი ახლა პრაქტიკულად არ არსებობს, რადგან პროდასავლური ოპოზიციის დღევანდელი ძალები იმდენად არ იძლევა ამის საშუალებას, რომ ისინი არც კი განიხილავენ მსგავს მცდელობას და, ყველაფერთან ერთად, ახლა, როცა არჩევნებამდე სულ რამდენიმე თვეა დარჩენილი, არც კი აწყობთ, რადგან არჩევნებზე ბედის ცდა და შემდეგ, წარუმატებლობის შემთხვევაში, არეულობები, შესაძლო გადატრიალების ბევრად ეფექტური მიზეზია, ვიდრე რაღაც კანონი, რომლის უკან გაწვევაც და, შესაბამისად, მის ირგვლივ აწეული მუხტის მყისიერად ჩაცხრობაც ხელისუფლებას ნებისმიერ მომენტში შეუძლია. ამიტომ ამ, ნებისმიერ მომენტში უკან გაწვევადი კანონის და არსებული ძალთა ბალანსის პირობებში რევოლუცია სრულიად გამორიცხული სცენარი ჩანს.

რაც შეეხება კანონის მიღება-არმიღების შანსებს, როგორც ჩანს, ხელისუფლებას მყარად აქვს გადაწყვეტილი მისი მიღება, ხოლო ოპოზიციას თუ პირდაპირ რევოლუციის მოწყობის ძალები არ გააჩნია, მაშინ არეულობებით და ფიზიკური შეტაკებებით უბრალოდ კანონის უკან გაწვევის ამოცანის დასახვა მხოლოდ ანტიდასავლური ამომრჩევლის კონსოლიდაციას გამოიწვევს არჩევნების წინ, რაც ოპოზიციის ინტერესებში არ შედის. ამიტომ, უდიდესი ალბათობით, ოპოზიცია მშვიდობიანი მეთოდებით და დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებებით ეცდება ოცნების ანტიდასავლურ ძალად გასაღებას და ამით მათი რეიტინგის შერყევას წინასაარჩევნოდ, რასაც წარმატებით აკეთებენ კიდეც. და ამ ამოცანისთვის ოცნების მიერ აგენტების კანონის მიღება მედასავლეთეებისთვის მომგებიანიც კია.
აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, არც აგენტების კანონის მიღებას ემუქრება ამ ეტაპზე რამე.

ამიტომ, ქართული ოცნების მიერ 29 აპრილს დაგეგმილი შეკრება, რომელიც თან დეკლარირებულად პირდაპირ პარტიული შეკრებაა, უბრალოდ ქართული ოცნების პარტიული რეიტინგის გამყარების ამოცანას ემსახურება და ვერანაირ სხვა, უფრო გლობალურ და მნიშვნელოვან ამოცანას ის არ და ვერ გადაჭრის.

აქედან გამომდინარე, ოცნების ირგვლივ მოტრიალე წრეებიდან სხვა პარტიების მიმართ 29 მარტის აქციაში მონაწილეობისკენ გააქტიურებული მოწოდებები, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არასერიოზულად ჟღერს, რადგან სინამდვილეში სხვა არაფერია, თუ არა პირდაპირ ქართული ოცნების დროშის მაქსიმალური გზნებით ქნევის მოწოდებები და თან ეს გზნება ევროკავშირისკენ ამაყად სვლის მოწოდებებით რომ უნდა იყოს გაფორმებული.

გარწმუნებთ, აქ გადატრიალება თუ მოხდა, კობახიძეს და მდინარაძეს და, მითუმეტეს, მათ მხარდამჭერებს ფიზიკურად არაფერი დაემუქრება, ალტ-ინფოსგან განსხვავებით და რევოლუციისგან ქუჩაში თუ გახდა ქვეყანა დასაცავი, მაგას კონსერვატორებს ვერავინ დაასწრებს.
👍9016💯3😁2
Forwarded from Alt-Info News
📍 რამდენიმე წუთის წინ, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია 5-ვე ჩასწორებით მიიღო. ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.
დოკუმენტით, რომელიც 425 ხმით 25-ის წინააღმდეგ იქნა დამტკიცებული, ევროდეპუტატები ევროკომისიიგან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვენ, ასევე დაყენებულია პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი. ამასთან, დეპუტატები ევროკომისიისგან მოითხოვენ, გადაიხედოს ქვეყანასთან ვიზალიბერალიზაციის პირობები.

რეზოლუციის დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ქვეყანა ვერ გადავა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ეტაპზე, თუკი საქართველოს პარლამენტი „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონპროექტს დაამტკიცებს.
😡68👍8😁81
ახლა უკვე 70 ათასზე მეტი ხელმოწერა შევაგროვეთ და ცსკო-ში შეგვაქვს ჩვენი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციისთვის ;)
👍8329
Forwarded from Zurab Makharadze (info makharadze)
ეს წერილი დაგვახვედრა ცეესკომ და გვითხრა, რომ არ დაითვლის ჩვენს მიტანილ 70 000 ხელმოწერას, რადგან რეესტრმა ჩვენი ახალი პარტიის ,,ქართული იდეის,, გაუქმების პროცესიც დაიწყო.

ვუყურებ ახლა ამ დოკუმენტს რომლითაც ოცნება ,,ქართულ იდეას,, აუქმებს, პარტიას რომელიც წინა არჩევნებში მონაწილეობას იღებდა და პარალელურად ვკითხულობ ვითომ ეროვნული ფლანგის ხალხის პოსტებს, ვინც ჩვენ სამშობლოს მოღალატედ გვაცხადებენ იმის გამო, რომ ოცნების პარტიულ ღონისძიებაზე არ მივდივართ.

ესაა რეალობა.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არჩევნებზე ხალხს ნაცების და ქოცების გარდა კიდევ რამე არჩევანი ქონდეს. მაგრამ ხალხმაც უნდა გადაწყვიტოს, საერთოდ უნდა თუ არა ასეთი არჩევანი.

თუ გინდა უფლება, მისთვის რამე უნდა გააკეთო.
😡1274💯1
ქართული ოცნება ჩვენს ახალ პარტიასაც აუქმებს. საქართველო თავის საკუთრებად გამოაცხადეს, ვინც ელოდება რომ ოცნებას გვერდში დაუდგება და მაგით ქვეყანას გადაარჩენს, ღმერთმა შეგარგოთ თქვენი ბატონი ბიძინა… არ შეიძლება ასე გაგრძელება, “ოცნებას გვერდში რატომ არ უდგეხართ” ასეთი პრეტენზიებით ვინც გამოდიოდა, ისინი გაყიდული ოცნების ხალხია. არ უნდა დაიბნეს ხალხი, სანამ ყველა არ მიხვდება, რომ ოცნების გვერდში დგომა არ შეიძლება, მანამდე არაფერი გამოვა…
59😡16👍11💯1
Forwarded from Alt-Info News
Media is too big
VIEW IN TELEGRAM
📍ირაკლი მარტინენკო - „ქართული ოცნება“ ჩვენს ახალ პარტიასაც აუქმებს. არ შეიძლება ასე გაგრძელება, “ოცნებას გვერდში რატომ არ უდგეხართ” ასეთი პრეტენზიებით ვინც გამოდიოდა, ისინი გაყიდული ოცნების ხალხია.
78👍34
უბრალოდ დაფიქრდით, ხელისუფლება ისეთ სურათს ხატავს, თითქოს გადატრიალებას უწყობენ და ხალხმა უნდა დაიცვას ისინი. ამ დროს თვითონ აინიცირებს კანონს, რომლის გამოც ყველა დასავლეთის აგენტს უბიძგებს ქუჩაში გამოსვლისკენ. მეორეს მხრივ, კონსერვატიულ ფლანგზე ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ ორგანიზაციას გაუუქმეს პარტია, ამით კონსერვატიულ ფლანგსაც გვიბიძგებენ ქუჩაში გამოსვლისკენ.

ამ ყველაფრის ფონზე ყველას უნდა გაუჩნდეს ლოგიკური კითხვა: თუ ხელისუფლებას მაღალი რეიტინგი აქვს და მას გადატრიალებას უმზადებენ, მაშინ რაში სჭირდება ისეთი კანონის ინიციირება, რომლის გამოც პროდასავლელები ქუჩაში გამოვლენ და ამავე დროს ხელისუფლებას რაში სჭირდება კონსერვატორების პარტიის გაუქმება და ამით კონსერვატორებს ბიძგება ქუჩაში გამოსვლისკენ?

პასუხი მარტივია... სინამდვილეში ხელისუფლებას არ აქვს საკმარისი რეიტინგი და ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომლებმაც კონკურენტები ქუჩაში გამოსვლაზე და პროცესების ძალადობრი ფორმებში გადაყვანაზე უნდა აიძულონ. ასე ოცნება ეცდება გამოაცხადოს, რომ მას ვითომ გადატრიალებას უწყობდნენ და მან დაიცვა საკუთარი ქვეყანა.

ანუ ხელისუფლებას აწყობს ქუჩაში ძალადობრივი პროცესები და ამიტომ აინიცირებს კანონს, ასევე პარალელურად კონსერვატორებს პარტიას უუქმებს.

ჩვენ ოცნების წამოწყებულ თამაშებს არ უნდა ავყვეთ და რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, იმის კეთება უნდა გავაგრძელოთ. ამ ქვეყნის კონსერვატიულ მოსახლეობას უნდა მივცეთ არჩევანის უფლება.
👍12928
Forwarded from Alt-Info News
დღეს მართლმადიდებლური სამყარო ბზობას - მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს.
ამ დღეს ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ.
ბზობა თორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს.
ტაძრებში კი დილიდან სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება.
ტელეკომპანია "ალტ-ინფო" გილოცავთ დღევანდელ დღეს
144👍31
Forwarded from Alt-Info News
დაიწყო ვნების შვიდეული.
ალტ-ინფო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე აჩერებს გადაცემა ალტ-ანალიტიკას და ის ეთერში 7 მაისიდან დაბრუნდება.

დღეს დიდი ორშაბათია, დღე, როდესაც იესომ დაწყევლა ლეღვის ხე.

“მეორე დღეს ბეთანიიდან რომ გამოვიდნენ, მოშივდა. შორიდან დაინახა გაფოთლილი ლეღვის ხე. მივიდა, იქნებ ზედ რამე ვიპოვოო. რომ მივიდა, ვერაფერი იპოვა ფოთლების მეტი, რადგან ჯერ არ იყო ლეღვობის დრო. უთხრა მას: “ნუღარავინ ჭამოს უკუნისამდე შენი ნაყოფი!” და გაიგონეს მისმა მოწაფეებმა.” (მარკ. 11:12-14).

“დილით რომ გამოიარეს დაინახეს: ფესვებიანად გამხმარიყო ლეღვის ხე. გაახსენდა პეტრეს და უთხრა: “რაბი, აჰა, ის ლეღვი, შენ რომ დაწყევლე, გახმა”. პასუხად უთხრა მათ იესომ: “გქონდეთ ღმერთის რწმენა!” (მარკ. 11:20-22).

უზარმაზარი, ფოთლებით შემკობილი ხე, რომელიც ნუგეშის და საზრდოს იმედს იძლევა შორიდან, უნაყოფობის გამო, ქრისტეს მიერ დაწყევლილი, არის ვნების კვირის ორშაბათის სიმბოლო.
129👍31
Forwarded from Alt-Info News
Media is too big
VIEW IN TELEGRAM
📍ზურაბ მახარაძე - ჩვენ მიმართებაში ისეთი კანონონდარღვევების ჩადენა დაიწყეს, შეუძლებელია იმის გაგება, თუ რა შეიძლება გაკეთდეს.

ცნობისათვის, პარტია „ქართული იდეის“ რეგისტრაციის უსაფუძვლო შეჩერების პასუხად, „ალტ-ინფოს“ლიდერებმა დღეს საჯარო რეესტრს საჩივრით მიმართეს.
მოთხოვნა ერთადერთია - გადაწყვეტილების გადახედვა და რეგისტრაციის პროცედურის დაწყება.
შეგახსენებთ, რომ „ქართულ იდეას“ რეგისტრაცია უსაფუძვლოდ შეუჩერეს იმ უწყების პრეტენზიის საფუძველზე, რომლის კომპეტენციაც ეს საერთოდ არ არის.
😡84👍92
უბრალოდ კითხვა მაქვს, გუშინდელმა ოცნების აქციამ უკვე გადაარჩინა საქართველო?
😁139👍10
ეს ბოლო დროა, ოცნების მიმართ დიდი რაოდენობით ვაზელინის მომხმარებელი ან ხან ვითომ კრიტიკული და ხან ვაზელინის მომხმარებელი ადამიანები რაღაც ჭორებს ავრცელებენ, რომელთა კონტექსტიც ის არის, თითქოს, ჩვენ რატომ გვებრძვის ოცნება, ამას რაღაც საფუძვლები აქვს, რომლების შესახებაც ხალხმა არ იცის, თორემ, რომ გაიგოს ყველამ, ხალხი მიხვდება, რომ ოცნება სწორად იქცევა, პარტიებს რომ გვიუქმებს... ოცნებისტებო და "ოცნება არ ვარ, მაგრამ ბატონი ბიძინა მაგარ საქმეს აკეთებს" ხალხო, იქნება ჩვენც და ხალხსაც უთხრათ,  რაზეა ლაპარაკი... ყველა ერთ ხმად როგორ ალაპარაკდებით ხოლმე "ეს ბიჭები კი მართლები ჩანან, მაგრამ რაღაცეები არსებობს, რასაც საჯაროდ ვერ ვიტყვით" 😄 ვინც არ თქვას იმის...
👍13230😁5