ირაკლი მარტინენკო / Irakli Martinenko – Telegram
ირაკლი მარტინენკო / Irakli Martinenko
1.82K subscribers
604 photos
306 videos
1 file
36 links
ირაკლი მარტინენკოს ოფიციალური ტელეგრამ არხი. კონსერვატორები საქართველოსთვის / ალტ ინფო.
Download Telegram
Forwarded from Alt-Info News
📢❗️9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.
48👍7
Forwarded from Zurab Makharadze (Zurab Makharadze)
საჯარო რეესტრმა კვლავ გააპრობლემა რეგისტრაციის პროცესი. აღსანიშნავია, რომ ახლა ისეთ რაღაცაზე დაგვახარვეზეს, რაც წინა დახარვეზებისას არ მიუთითრბიათ. ცალსახაა რომ დროს წელავენ და მაქსიმალურად გვიქმნიან ბიუროკრატიულ ბარიერებს, მაგრამ ჩვენ ამ პროცესს ბოლომდე გავიყვანთ. საბუთები უახლოეს დღეებში შევა, იუსტიციის სახლში.

მაინც დაგარეგისტრირებინებთ!!!
😡87👍222💯2😁1
Forwarded from Alt-Info News
📢⚜️მართლმადიდებელი სამყარო დღეს ბზობას - მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს.

სადღესასწაულო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება.

ბზობა თორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს. მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარებაზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში, პასექის დღესასწაულზე დასასწრებად, იესო ქრისტეს შესვლის ამბავი. იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტებს - ბაიას უფენდა, თან „ოსანას“ შესძახოდნენ.

მორწმუნეები ამ დღეს ტაძრიდან ბზის ტოტებით მიდიან, რომელსაც შემდეგ მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.
86👍11
Media is too big
VIEW IN TELEGRAM
ანუ, ოცნებამ, ნაცებს არც ამ არჩევნებამდე დავასრულებთ, ამ არჩევნებზეც უნდა გამოვიყენოთ საფრთხობელადო))

და პრობლემა იმაშია, რომ არჩევნები არ დაილევა ამ ქვეყანაში...
👍45😡33
Forwarded from Alt-Info News
📢❗️❗️”ქართული იდეა”: მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ, ბატონი ლევან ჩაჩუა ებრძვის მე-4 სტადიის კიბოს.

სამწუხაროდ, იმუნოთერაპიის 9 გადასხმის შემდეგ ღვიძლში 3 მეტასტაზს დაემატა 2 ახალი კერა, ხოლო კუჭთან და პანკრიასთან არსებული მეტასტაზები საგრძნობლად გაიზარდა. პანკრიასთან მეტასტაზის ზომამ 130/80 მმ. მიაღწია.

ამიტომ, ლევანი სასწრაფოდ გადააფრინეს საფრანგეთში (ამ წუთას კლინიკაში წევს და უტარდება ზედაპირული მკურნალობა), სადაც ელოდება სამედიცინო დაზღვევის მიღებას, რის შემდეგაც ექიმებს შეეძლებათ სრულფასოვანი მკურნალობის დაწყება, მაგრამ ეს შეიძლება დროში გაიწელოს (სამიდან ექვს თვემდე) და აქედან გამომდინარე ახლა პირადი ხარჯებით უწევს თავის გატანა.

ბევრი თქვენგანის მომართვის გამო ვდებთ ლევანის ანგარიშებს, რათა ვინც სურვილი გამოთქვა მცირედით მაინც შეეწიოთ მას.

ჩვენთვის ჯვარცმულმა უფალმა შეიწყალოს ლევანი, რომ დროზე ადრე დაუწყონ სრულფასოვანი მკურნალობა.
ღმერთმა ბედნიერ აღდგომას დაგასწროთ.

გთხოვთ გააზიაროთ.

საქართველოს ბანკის ანგარიში:
GE40BG0000000827956200
TBC: GE11TB7561845063300006
პ/ნ 01026004095 ლევანი ჩაჩუა
77
ყველას გილოცავთ!
155👍12
ჩვენი პარტია დარეგისტრირდა.
182👍67
გუშინ თავის ფეისბუქ გვერდზე კონსტანტინე მორგოშიამ წამოჭრა საკითხი იმის თაობაზე, თუ რამდენად სასარგებლო იქნება ქვეყნისთვის აღმასრულებელ ხელისუფლებაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები.

კერძოდ, ირაკლი კობახიძის გუნდის მიერ ძალაუფლების ერთპიროვნულად აღება და ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნების დათხოვნა.
კოკამ გამოთქვა მოსაზრება, რომ კობახიძის ფლანგი ნაკლებად შემჩნეულია კორუფციულ საქმიანობაში და აქედან გამომდინარე, ზიანიც ნაკლები იქნება.

მე აბსოლუტურად არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. სინამდვილეში, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დაინიშნება აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მითუმეტეს, არც კობახიძის გუნდს არ აკლია კორუფციული სკანდალები.

ამ სისტემის მმართველობის ფორმა და ლოგიკა არ იცვლება და არც შეიცვლება, რადგან ხელისუფლებაში მყოფი გუნდის ძალაუფლების წყარო ბიძინა ივანიშვილია.

კოკას კომენტარი მისი პირადი, კერძო მოსაზრებაა და არ გამოხატავს პარტიის ოფიციალურ პოზიციას.

რაც შეეხება პარტიის "კონსერვატორები საქართველოსთვის" პოზიციას, - კობახიძე იქნება, თუ ღარიბაშვილი, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება.

https://www.facebook.com/share/p/1Q5W5y4Vvv/
👍80💯72👎2
ამ ქვეყანაში ოცნების ფეოდალების საკუთრებაში არსებული რესურსის წინააღმდეგ სოციალური პროტესტის წარმოება უსაფრთხო არ არის - ბოლოს დაპატიმრებით ეცდებიან გაგანეიტრალონ და გაგანადგურონ.

ჭიათურის მაღაროების რეალური მესაკუთრეები ოცნების ნამდვილი მმართველი რგოლი, ოცნების ფინანსური ელიტაა. და იქ მაღაროელები თავისი უფლებების დაცვას და ადამიანურ პირობებს რომ ითხოვენ, ეგ ოცნების ელიტის ინტერესებისთვის პირდაპირი პრობლემაა. ზუსტად ამიტომ უტევს ოცნების მედია გავეშებული მაღაროელების პროტესტს და ამიტომ იჭერენ პროტესტის ორგანიზატორებს.
😡107👍3👎1
Forwarded from Alt-Info News
📢⚜️ მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტრებში საზეიმო წირვა აღევლინება.

6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა.

წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა.

კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის – ბორბალზე გაკვრა. მისი თხოვნით უფალმა მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა.
წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა.

იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

გიორგობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება – 6 მაისს წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს კი მისი ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავენ.

“კონსერვატორები” გილოცავთ გიორგობას!
99👍17
გამარჯვების დღეს გილოცავთ!
72👍34
Forwarded from Alt-Info News
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
"ქართული იდეის" ლიდერი, ლევან ჩაჩუა ებრძვის მძიმე სენს და ჩვენი დახმარება სჭირდება:

საქართველოს ბანკის ანგარიში:
GE40BG0000000827956200
TBC: GE11TB7561845063300006
პ/ნ 01026004095 ლევანი ჩაჩუა
👍4942
ოჯახის სიწმინდის დღეს გილოცავთ!
112👍36
ამ ქვეყანაში ყველაფერი ხო ოცნების დამცველთა და ნაცების დამბრუნებელთა შორის დაპირისპირების დღედ არის ქცეული. ყველაფერი ხო ნიშნის მოგებით კეთდება…

მე ამ პროცესებში გარევის გარეშე, მართლა დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ, და ჩვენს ქვეყანას უფრო მეტ დამოუკიდებლობას ვუსურვებ.
👍8321💯2
ხალხი კითხვებს სვამს - რატომ გადააყენა ოცნებამ ამდენი ადამიანი მთავრობის თანამდებობებიდან?

რატომ და ოცნება უკან იხევს ამერიკის სანქციების შიშით, ცდილობს ურთიერთობის გადატვირთვას.
👍44💯192👎1
Forwarded from Alt-Info News
📢⚜️მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს.

ამაღლება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია და აღდგომიდან მე-40 დღეს აღინიშნება.

დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა ეკლესია-მონასტრებში საზეიმო წირვა აღევლინება.

საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, აღდგომის შემდეგ, იესო ქრისტე ხშირად ეცხადებოდა მოწაფეებს და ღმრთის სასუფევლის შესახებ ესაუბრებოდა.

იესო ქრისტე მოწაფეებს უკანასკნელად აღდგომიდან მეორმოცე დღეს გამოეცხადა, აიყვანა ზეთისხილის მთაზე, უთხრა, არსად წასულიყვნენ იერუსალიმიდან, ვიდრე მათზე არ გადავიდოდა სულიწმინდის მადლი, რის შემდეგაც ქრისტიანობის გასავრცელებლად განსაკუთრებულ ძალას მიიღებდნენ.

ამ სიტყვების შემდეგ მოწაფეები აკურთხა და მათ თვალწინ ზეცად ამაღლდა.

“კონსერვატორები” გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს!
72👍18
ამერიკის წარმომადგენელია ჩამოსული.
როგორც ვთქვი, ოცნება ცდილობს ურთიერთობის გადატვირთვას და ამერიკასთან დალაგებას.
👍37😡2😁1
ძალიან ბევრ რამეს დათმობს ოცნება იმისთვის რომ ამერიკასთან დალაგება შეძლოს.
👍38💯25😡3👎2
ესეც ასე, დაპირებული 50 000 ხელმოწერა ცესკოში
103👍53💯5