ირაკლი მარტინენკო / Irakli Martinenko – Telegram
ირაკლი მარტინენკო / Irakli Martinenko
1.82K subscribers
604 photos
306 videos
1 file
36 links
ირაკლი მარტინენკოს ოფიციალური ტელეგრამ არხი. კონსერვატორები საქართველოსთვის / ალტ ინფო.
Download Telegram
ყველას გილოცავთ!
155👍12
ჩვენი პარტია დარეგისტრირდა.
182👍67
გუშინ თავის ფეისბუქ გვერდზე კონსტანტინე მორგოშიამ წამოჭრა საკითხი იმის თაობაზე, თუ რამდენად სასარგებლო იქნება ქვეყნისთვის აღმასრულებელ ხელისუფლებაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები.

კერძოდ, ირაკლი კობახიძის გუნდის მიერ ძალაუფლების ერთპიროვნულად აღება და ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნების დათხოვნა.
კოკამ გამოთქვა მოსაზრება, რომ კობახიძის ფლანგი ნაკლებად შემჩნეულია კორუფციულ საქმიანობაში და აქედან გამომდინარე, ზიანიც ნაკლები იქნება.

მე აბსოლუტურად არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. სინამდვილეში, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დაინიშნება აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მითუმეტეს, არც კობახიძის გუნდს არ აკლია კორუფციული სკანდალები.

ამ სისტემის მმართველობის ფორმა და ლოგიკა არ იცვლება და არც შეიცვლება, რადგან ხელისუფლებაში მყოფი გუნდის ძალაუფლების წყარო ბიძინა ივანიშვილია.

კოკას კომენტარი მისი პირადი, კერძო მოსაზრებაა და არ გამოხატავს პარტიის ოფიციალურ პოზიციას.

რაც შეეხება პარტიის "კონსერვატორები საქართველოსთვის" პოზიციას, - კობახიძე იქნება, თუ ღარიბაშვილი, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება.

https://www.facebook.com/share/p/1Q5W5y4Vvv/
👍80💯72👎2
ამ ქვეყანაში ოცნების ფეოდალების საკუთრებაში არსებული რესურსის წინააღმდეგ სოციალური პროტესტის წარმოება უსაფრთხო არ არის - ბოლოს დაპატიმრებით ეცდებიან გაგანეიტრალონ და გაგანადგურონ.

ჭიათურის მაღაროების რეალური მესაკუთრეები ოცნების ნამდვილი მმართველი რგოლი, ოცნების ფინანსური ელიტაა. და იქ მაღაროელები თავისი უფლებების დაცვას და ადამიანურ პირობებს რომ ითხოვენ, ეგ ოცნების ელიტის ინტერესებისთვის პირდაპირი პრობლემაა. ზუსტად ამიტომ უტევს ოცნების მედია გავეშებული მაღაროელების პროტესტს და ამიტომ იჭერენ პროტესტის ორგანიზატორებს.
😡107👍3👎1
Forwarded from Alt-Info News
📢⚜️ მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტრებში საზეიმო წირვა აღევლინება.

6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა.

წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა.

კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის – ბორბალზე გაკვრა. მისი თხოვნით უფალმა მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა.
წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა.

იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

გიორგობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება – 6 მაისს წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს კი მისი ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავენ.

“კონსერვატორები” გილოცავთ გიორგობას!
99👍17
გამარჯვების დღეს გილოცავთ!
72👍34
Forwarded from Alt-Info News
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
"ქართული იდეის" ლიდერი, ლევან ჩაჩუა ებრძვის მძიმე სენს და ჩვენი დახმარება სჭირდება:

საქართველოს ბანკის ანგარიში:
GE40BG0000000827956200
TBC: GE11TB7561845063300006
პ/ნ 01026004095 ლევანი ჩაჩუა
👍4942
ოჯახის სიწმინდის დღეს გილოცავთ!
112👍36
ამ ქვეყანაში ყველაფერი ხო ოცნების დამცველთა და ნაცების დამბრუნებელთა შორის დაპირისპირების დღედ არის ქცეული. ყველაფერი ხო ნიშნის მოგებით კეთდება…

მე ამ პროცესებში გარევის გარეშე, მართლა დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ, და ჩვენს ქვეყანას უფრო მეტ დამოუკიდებლობას ვუსურვებ.
👍8321💯2
ხალხი კითხვებს სვამს - რატომ გადააყენა ოცნებამ ამდენი ადამიანი მთავრობის თანამდებობებიდან?

რატომ და ოცნება უკან იხევს ამერიკის სანქციების შიშით, ცდილობს ურთიერთობის გადატვირთვას.
👍44💯192👎1
Forwarded from Alt-Info News
📢⚜️მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს.

ამაღლება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია და აღდგომიდან მე-40 დღეს აღინიშნება.

დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა ეკლესია-მონასტრებში საზეიმო წირვა აღევლინება.

საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, აღდგომის შემდეგ, იესო ქრისტე ხშირად ეცხადებოდა მოწაფეებს და ღმრთის სასუფევლის შესახებ ესაუბრებოდა.

იესო ქრისტე მოწაფეებს უკანასკნელად აღდგომიდან მეორმოცე დღეს გამოეცხადა, აიყვანა ზეთისხილის მთაზე, უთხრა, არსად წასულიყვნენ იერუსალიმიდან, ვიდრე მათზე არ გადავიდოდა სულიწმინდის მადლი, რის შემდეგაც ქრისტიანობის გასავრცელებლად განსაკუთრებულ ძალას მიიღებდნენ.

ამ სიტყვების შემდეგ მოწაფეები აკურთხა და მათ თვალწინ ზეცად ამაღლდა.

“კონსერვატორები” გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს!
72👍18
ამერიკის წარმომადგენელია ჩამოსული.
როგორც ვთქვი, ოცნება ცდილობს ურთიერთობის გადატვირთვას და ამერიკასთან დალაგებას.
👍37😡2😁1
ძალიან ბევრ რამეს დათმობს ოცნება იმისთვის რომ ამერიკასთან დალაგება შეძლოს.
👍38💯25😡3👎2
ესეც ასე, დაპირებული 50 000 ხელმოწერა ცესკოში
103👍53💯5
Media is too big
VIEW IN TELEGRAM
არაბები და პაკისტანელები თბილისში...

უკვე ქუჩაზე მოძრაობის რეგულატორიც დააყენეს და მითითებებს იძლევიან, საით შეიძლება წასვლა და საით არა...
😡1103
Media is too big
VIEW IN TELEGRAM
მეუფე გიორგი ჯამდელიანი ჰყვება, რომ ხელისუფლების, ანუ სუსის მაღალჩინოსანი ერთი წლის განმავლობაში გეგმავდა მის მკვლელობას.

შემზარავი და გამაოგნებელი ამბავია, უსწრაფესად უნდა მოხდეს საკითხის გამოძიება და პასუხების დადება.
😡93👍3
Media is too big
VIEW IN TELEGRAM
ამერიკაში, ლოს-ანჯელესში, მექსიკელმა მიგრანტებმა მთელი აჯანყება მოაწყეს, ქუჩებს წვავენ და პოლიციას უტევენ მექსიკური დროშების ფრიალით.

ისინი, ტრამპის დაწყებულ, არალეგალი მიგრანტების დეპორტაციას აპროტესტებენ და ვითარება ისე დაიძაბა, რომ აჯანყებულებს პოლიცია ვეღარ უმკლავდება და ტრამპმა ლოს-ანჯელესში სამხედროების შეყვანა დაანონსა.

ამიტომ კარგად უნდა გვესმოდეს, როცა საუბარი მიდის მიგრაციაზე და იქმნება მავნებლური წარმოდგენები, თითქოს მიგრანტები, თუ მათ ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვთ, პრობლემას არ წარმოადგენენ და როცა მოგინდება, გაადეპორტებ, რეალობა ის არის, რომ ასობით ათასი მიგრანტი იმდენად დიდი ძალა შეიძლება იყოს, რომ მათთან გამკლავება მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოსაც კი უჭირს. ხოლო ჩვენნაირ ღარიბ სახელმწიფოში ასობით ათასი მიგრანტი, მითუმეტეს თუ მათ ნახევარი ქვეყანა ნაყიდი ექნათ და უზარმაზარ ფინანსურ უპირატესობას ჩაიგდებენ ხელში და მითუმეტეს თუ ჩვენს რეგიონშიც მათი გეოპოლიტიკური და იდეოლოგიური მოკავშირეები ჭარბობენ, სრულიად დაუძლეველი, ეგზისტენციური პრობლემა შეიძლება აღმოჩნდნენ ქართველი ერისთვის.
👍68💯21👎1
ბოლოს და ბოლოს ცსკო-მ საარჩევნო სუბიექტად დაგვარეგისტრირა.
პირველი პარტია ვართ, ვინც წელს საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირდა.
ბევრს აღარ სჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ იმ ჩვენი თანამებრძოლების სიჯიუტით, ვინც არ გაჩერდა და ბრძოლა გააგრძელა, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ სისტემას ვაღიარებინეთ კონსერვატორების უფლება, პოლიტიკური პროცესის და ქვეყანაში პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრის ლეგიტიმური სუბიექტი ვიყოთ.
მადლობა ყველას, ვინც არ გაჩერდა და ჯიუტად გააგრძელა ბრძოლა!
ახლა კიდევ უფრო დიდი შემართებით არჩევნებზე უნდა ვიბრძოლოთ.
👍8344👎1
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
ისრაელმა ირანზე სულ მცირე 300 დარტყმა განახორციელა.

დარტყმა მიაყენეს არა მხოლოდ ქვეყნის ბირთვული პროგრამის მთავარ ობიექტებს, არამედ ლიკვიდირებულია ირანის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობა — სულ მცირე 3 გენერალი, მათ შორის „რევოლუციური გვარდიის“ მეთაური და გენერალური შტაბის უფროსი, ასევე 2 მეცნიერი, რომლებიც ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდნენ;

ირანის ლიდერმა განაცხადა, რომ ისრაელზე საპასუხო თავდასხმისთვის შეიარაღებულ ძალებს „მოქმედების თავისუფლებას“ აძლევს;

ისრაელში, საპასუხო დარტყმის მოლოდინში, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა: გაცემულია ათასობით რეზერვისტის გაწვევის ბრძანება, დაკეტილია საჰაერო სივრცე, სკოლები;

ტრამპმა თავისი კაბინეტის სხდომა ჩაატარა, სადაც განიხილეს მოვლენების შესაძლო განვითარება;

აშშ-ში აცხადებენ, რომ ისრაელის ოპერაციაში არ მონაწილეობდნენ;

ირანმა განაცხადა, რომ ისრაელი და აშშ „დიდ ფასს გადაიხდიან“;

ირანმა საპასუხოდ შესაძლოა ასობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვას.

ჩვენს რეგიონში კიდევ ერთი კონფლიქტი გამწვავდა, რომლის განვითარების პროგნოზი ძნელია.

თუ დაპირისპირება სრულმასშტაბიანი გახდა, აუცილებლად წარმოიქმნება ირანიდან საქართველოში ლტოლვილების ნაკადის საკითხი.
👍37😡126
რა ხდება ჩორჩანას საგუშაგოს თემაზე გახარიას დაბარების საკითხზე - მართლა იჭერენ თუ უბრალოდ მორიგი სპექტაკლია? მაგალითად, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გახარიასთვის ალიბის შესაქმნელად, რომ არჩევნებში მონაწილეობა მედასავლეთეებმა ოცნებასთან გარიგებად კი არ ჩაუთვალონ, არამედ იმიტაცია იქმნებოდეს მწვავე, უკომპრომისო დაპირისპირების და ნამდვილი ოპოზიციონერობის.

არაფერს ვამტკიცებ, მხოლოდ კითხვებს ვსვამ))

მაგრამ უფრო რეალური მეორე ვერსია მგონია.
არჩევნებამდე გახარია თუ არ დააპატიმრეს და არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა, გამოვა, რომ ეგ ხდებოდა.
👍50👎2